იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ალოეს ახალგამოწურული წვენი შეგიძლიათ დაამატოთ კრემებს, შამპუნსა და სახის კანის ნიღბებს. მაგრამ სახის კანის მოვლის უნივერსალური რეცეპტი ძალიან მარტივია - ალოეს ფოთლები კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ, გაჭერით და სახე გაიწმინდეთ. დაიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ (განსაკუთრებით სასარგებლოა გაღიზიანებული და მუწუკებიანი კანისთვის).

ხელებისა და სხეულის გამაახალგაზრდავებელი ლოსიონისთვის ალოეს რამდენიმე (კარგად გარეცხილ) ფოთოლს დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ 12 საათი. შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 5 წუთი - გააცივეთ ნახარში და ხელებსა და ტანზე წაისვით, როგორც ჩვეულებრივი ლოსიონი. ნახარში შეინახეთ მაცივარში.

მოცვი აუმჯობესებს მხედველობას. მისი ექსტრაქტი გამოყენებულია ვიტამინების სხვადასხვა კომპლექსში. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე, ყოველდღიურ რაციონში გაითვალისწინეთ 250გ მოცვი. ეს ხელს შეუშლის უჯრედების დაბერებას, განსაკუთრებთი ეს ეხება მეხსიერებისა და მოძრაობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელ თავის ტვინის უჯრედებს.

სელის ზეთი ძალიან სასარგებლოა. თანამედროვე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ უჯერი ცხიმმჟავა შემადგენლობით 2-ჯერ აღემატება თევზის ქონს. შეიცავს ბევრ ვიტამინს (რეტინოლს, ტოკოფეროლს, B ჯგუფის ვიტამინებს, K ვიტამინს) და პოლიუჯერი ცხიმმჟავა ომეგა 3-ის და ომეგა-6-ის სრულ კომპლექსს.

თუმცა მომწარო გემოსია, დიეტოლოგები გვირჩევენ, დავამატოთ სალათებს, ფაფებს, კარტოფილს, კომბოსტოს მწნილს. ძალიან უხდება არაჟანს, ხაჭოსა და მწვანილს, სოუსებს, თაფლს. სელის ზეთის შესაწვავად და მოსაშუშად გამოყენება არ შეიძლება.

სელის თესლი ათხელებს სისხლს, ტონუსს მატებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, შველის გასტრიტს, კოლიტს, შეკრულობასა და გულძმარვას.

ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად საკმარისია დღეში 2ს/კ სელის ზეთის მიღება.

ეს ზეთი ძალიან კალორიულია, 100გ - 900 კალორიაა. ზეთს უნდა ეწეროს - მომზადებულია ცივი გამოხდით, შეინახეთ თავდახურულ, მუქი ფერის ჭურჭელში, კარადაში.