გიწვევთ სილამაზის სალონში - კვირის პალიტრა

გიწვევთ სილამაზის სალონში

გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის სახის კანის ნიღბებს:

მკვებავი ნიღაბი

კულინარიული საფუარის ბრიკეტი გახსენით თბილ წყალში ან რძეში და არაჟანისებრი მასა წაისვით სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი.

გამაახალგაზრდავებელი და გამწმენდი ნიღაბი

შეურიეთ ერთმანეთს დაფქული ჰერკულესი, ათქვეფილი ცილა, ცოტა ლიმონის წვენი და A ვიტამინის ცხიმოვანი ხსნარი (იყიდება აფთიაქებში), მიიღებთ არაჟანისებრ მასას (თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი).

წაისვით სახეზე და 10-15 წუთის მერე ჩამოიბანეთ. სასურველია, ციკლი გაიმეოროთ კვირის განმავლობაში.

სახის კანის გამწმენდი ნიღაბი

1/2 ჩ/კ დაფქულ კოჭას (იმბირი) დაამატეთ 1/2 ავოკადოს რბილობის პიურე, წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი.

მკვებავი ნიღაბი ნაოჭების პროფილაქტიკისათვის

შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, 1/2 ლიმონის წვენი და ლიმონის ცედრა. ნიღაბი წაისვით სახეზე და 10-15 წუთის მერე ჩამოიბანეთ თბილ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით.

კანის გასამკვრივებელი ნიღაბი: 1/2 ბანანისა და 1/2 ავოკადოს პიურეს დაამატეთ 1ს/კ იოგურტი ან ნაღები. ნიღაბი 15-20 წუთი გაიჩერეთ სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.