უძილობა სერიოზული პრობლემაა
01-04-2013
უძილობა სერიოზული პრობლემაა
სრული უძილობა ძალიან იშვიათია. ადამიანების უმეტესობას, საბედნიეროდ, შეუძლიათ დაძინება, მაგრამ არა ისე, როგორც მათ სურთ. ზოგიერთი რამდენიმე საათის განმავლობაში ტრიალებს ლოგინში და მხოლოდ დილით თუ ჩაეძინება. სხვები - საღამოს სწრაფად იძინებენ, მაგრამ ყოველ საათში ერთხელ ეღვიძებათ. მესამენი კი დილას მზის ამოსვლას ასწრებენ. უძილობის დარღვევის პროცესი სხვადასხვანაირია, მაგრამ ჩივილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რომ დილით ეღვიძებათ დაღლილებს, მთელი დღე ეძინებათ, მოთენთილები არიან, მუდმივად სტკივათ თავი. და ა.შ.

ადამიანებს, ვისაც უძილობა აწუხებთ, დაქვეითებული
აქვთ შრომის უნარი, ადვილად ცივდებიან, დაუცველები არიან ინფექციებისაგან და თუ დროთა განმავლობაში სიტუაცია არ გამოსწორდება, შეიძლება ქრონიკული დაავადებებიც დაემართოთ. ძილი გვიცავს დაძაბულობისაგან, აღადგენს ენერგიას.
ხშირად უძილობის მიზეზი სტრესები და ემოციებია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უძილობა ორგანიზმში იწვევს უწესრიგობას. მაგალითად, ზედაპირული, შფოთიანი ძილი ახასიათებს ოსტეოქონდროზითა და ნაღვლის
ბუშტით დაავადებულებს, ადრე გაღვიძება - გულ-სისხლძარღვებით დაავადებულებს.

ზოგჯერ განცდები იწვევს მაგარ ძილს ან უძილობას. შემდეგ კი იწყება უძილობა. ადამიანს უკვირს, მღელვარებამ ხომ გაიარა, რატომ ვერ ვიძინებო და იპყრობს შიში. ზოგჯერ უძილობას დადებითი ემოციებიც იწვევს.
სპეციალისტების აზრით, აჯობებს, რაც უფრო ადრე დაიწყებთ უძილობის გამომწვევი მიზეზების მკურნალობას. უნდა ისწავლოთ მოდუნება, შეეცადოთ, არ იფიქროთ იმაზე, რომ ამაღამაც ვერ დაიძინებთ. გირჩევთ, იკითხოთ წიგნი, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ წაგეკითხათ, ან დაითვალეთ, ან დაიწყეთ იმ საქმიანი ქაღალდების დალაგება, რომელიც არცთუ ძალიან გეხალისებათ, ამოხსენით კროსვორდები, დააუთოეთ ტანსაცმელი, თეთრეული და ა.შ.

არ დაიწყოთ დამამშვიდებელი წამლების მიღება, რადგან, ნებისმიერი, ნატურალურიც კი, იწვევს ფსიქოლოგიურ მიჩვევას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით