ქატო - მკურნალი - კვირის პალიტრა

ქატო - მკურნალი

ქატო ნაწლავების ყველაზე ნატურალური გამწმენდია და ორგანიზმიდან  გამოდევნის  წიდებს: მძიმე მეტალების იონებს, ქოლესტერინს, ტოქსინებს.

თუ გაითვალისწინებთ მენიუში ქატოს - დაიწყეთ დღეში 1 სუფრის კოვზით და აუცილებლად დააყოლეთ წყალი, წვენი ან რძე, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს/კ ქატო ფაფებს, სალათებსა და სუპებს. არსებობს სუფთა ხორბლის, ჭვავის, ქერის, შვრიის ქატო და ასევე ხილისა და ბოსტნეულის დანამატებით: ექიმი-დიეტოლოგები გვირჩევენ, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებისას მივიღოთ ქატო ბაყაყურაშერეული, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს - ზღვის კომბოსტოთი. ჰიპერტონიის, არითმიისა და გასუქების დროს - ჭარხლიანი ქატო;

პოდაგრის, სისხლნაკლებობისა და შარდკენჭოვანი დაავადებისას - ვაშლის დანამატით; გაცივებისა და კანის დაავადებისას - სტაფილოთი გამდიდრებული, ხოლო გასუქებისა და დიაბეტის დროს - მწვანე ვაშლშერეული.

გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს:

შეკრულობის, ნაღვლის ბუშტის ატონიის, დისბაქტერიოზის დროს: 1ს/კ ქატო დაალბეთ წყალში, მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ან ჭამის დროს.

ხველების დროს: 1ლ მდუღარე წყალი დაასხით 400გ ქატოს და 10 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნახარში დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

ალერგიისა და მგრძნობიარე კანის დროს: 2ჩ/ჭ ქატო ჩაყარეთ პატარა პარკში, 15 წუთით ჩადეთ აბაზანაში და 10-15 წუთით ჩაწექით თბილ წყალში.

ქატოს საერთოდ არა აქვს უკუჩვენება, თუმცა არარეკომენდებულია მწვავე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.