ქატო - მკურნალი
08-04-2013
ქატო - მკურნალი
ქატო ნაწლავების ყველაზე ნატურალური გამწმენდია და ორგანიზმიდან  გამოდევნის  წიდებს: მძიმე მეტალების იონებს, ქოლესტერინს, ტოქსინებს.

თუ გაითვალისწინებთ მენიუში ქატოს - დაიწყეთ დღეში 1 სუფრის კოვზით და აუცილებლად დააყოლეთ წყალი, წვენი ან რძე, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს/კ ქატო ფაფებს, სალათებსა და სუპებს. არსებობს სუფთა ხორბლის, ჭვავის, ქერის, შვრიის ქატო და ასევე ხილისა და ბოსტნეულის დანამატებით: ექიმი-დიეტოლოგები გვირჩევენ, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებისას მივიღოთ ქატო ბაყაყურაშერეული, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს - ზღვის კომბოსტოთი.
ჰიპერტონიის, არითმიისა და გასუქების დროს - ჭარხლიანი ქატო;

პოდაგრის, სისხლნაკლებობისა და შარდკენჭოვანი დაავადებისას - ვაშლის დანამატით; გაცივებისა და კანის დაავადებისას - სტაფილოთი გამდიდრებული, ხოლო გასუქებისა და დიაბეტის დროს - მწვანე ვაშლშერეული.
გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს:

შეკრულობის, ნაღვლის ბუშტის ატონიის, დისბაქტერიოზის დროს: 1ს/კ ქატო დაალბეთ წყალში, მიიღეთ
დღეში 3-ჯერ ჭამამდე ან ჭამის დროს.
ხველების დროს: 1ლ მდუღარე წყალი დაასხით 400გ ქატოს და 10 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნახარში დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

ალერგიისა და მგრძნობიარე კანის დროს: 2ჩ/ჭ ქატო ჩაყარეთ პატარა პარკში, 15 წუთით ჩადეთ აბაზანაში და 10-15 წუთით ჩაწექით თბილ წყალში.
ქატოს საერთოდ არა აქვს უკუჩვენება, თუმცა არარეკომენდებულია მწვავე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?