ქერი - მკურნალი - კვირის პალიტრა

ქერი - მკურნალი

ქერის სამკურნალო თვისებები ფარაონების დროიდან არის ცნობილი. სამკურნალოდ იყენებდნენ როგორც მარცვალს, ასევე ქერის წყალს. ავიცენა ავადმყოფებს ორგანიზმის გასაწმენდად ქერს უნიშნავდა. ძველად ქერის წყლით მკურნალობდნენ სარძევე ჯირკვლებს, ცხელების დროს იყენებდნენ გამაგრილებელ და დამატენიანებელ საშუალებად. დღესაც ქერით მკურნალობენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, ბუასილსა და ფაღარათს, დიაბეტს (მისი ექსტრაქტი აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს). ქერი საუკეთესო ამოსახველებელი და ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებაა.

გთავაზობთ რეცეპტებს:

20გ ქერს (მარცვალი ან ფქვილი) დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4-5 საათი, 20 წუთი ადუღეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ 2-3 ს/კ ჭამამდე 15 წუთით ადრე, დღეში 4-5-ჯერ.

ალაოს ნაყენს იყენებენ ხველების საწინააღმდეგოდ, ბუასილის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ:

2ს/კ ქერის ფქვილს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, 25-30 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ დღეში 5-6-ჯერ (შეგიძლიათ ოდნავ დაატკბოთ).

ქერის ფქვილის აბაზანებს აქვს კოსმეტიკური, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისება:

1,5-2კგ ფქვილს დაასხით 8-10ლ მდუღარე წყალი. 20-30 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღეთ, გადაწურეთ, დაამატეთ აბაზანას და 10-15 წუთით შიგ ჩაწექით.

ქერის მარცვლები მდიდარია უჯრედისებით, ნახშირწყლებით, ცილებით, კალიუმით, კალციუმით, იოდით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, ფოსფორით, რკინით, ნიკელით, ბრომით, მოლიბდენით, კობალტით, სტრონციუმით, ქრომით და სხვა მინერალებით.

სამკურნალოდ გამოიყენება ქერის ყლორტებიც, რომლებისგანაც ალაოსა და ყავის სუროგატს ამზადებენ.

გთავაზობთ ქერის რეცეპტებს:

პნევმონიის, ბრონქიტის, ხველის დროს - 2ს/კ ქერს შეურიეთ 2 ს/კ ქიშმიში, დაასხით 1,5ლ წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ მანამ, სანამ სითხე არ განახევრდება. გადმოდგით, გააგრილეთ, შეურიეთ 1 ს/კ თაფლი და სვით თითო ს/კ ნახარში დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

ბუასილის დროს:

2 ს/კ გამომშრალ და დაქუცმაცებულ ქერის ღივს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი და 4 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ნახარში დღეში 4-6-ჯერ, გემოვნებისთვის დაატკბეთ თაფლით.