ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ჰიპერტონიის (მაღალი წნევის) დროს - 1 ს/კ სიმინდის ფქვილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და მთელი ღამე დატოვეთ. დილით, უზმოზე დალიეთ მხოლოდ წყალი, ფქვილი არ მიაყოლოთ.

მწვავე გასტრიტის დროს - მრავალძარღვას (ვიწრო და მოგრძოფოთლებიანი) 200გ ფოთოლს დაასხით 0,5 ლ არაყი და 5 წუთი ადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ ნახარში დილით, უზმოზე, ადგომამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის დროს არ შეიძლება მოწევა.

ფეხის სოკოს დროს - დაბანილი ფეხები ჩაყავით ღვინის მაგარ ძმარში. საღამოს ჩაიცვით ძმარში დასველებული წინდები და ისე დაიძინეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ეგზემის დროს - 1 ყავის ფინჯან მცენარეულ ზეთს შეურიეთ იმავე რაოდენობის ძმარი და ბამბის ტამპონით წაისვით დაბანილ მტკივნეულ ადგილებზე.

წელის ტკივილის, რადიკულიტის დროს: 1. შავი ბოლოკის წვენში დაასველეთ მკვრივი, რბილი ქსოვილი, დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე და შემოიხვიეთ შალის შარფი. თუ ძალიან არ გეწვით, კომპრესი შეგიძლიათ 2-3 დღე-ღამე არ მოიხსნათ. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ.

2. შეურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ მარილი და 50გ ქაფურის ზეთი. ეს ნარევი წაუსვით ჭვავის პურის ქერქზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, დაიმაგრეთ ბინტით და შემოიხვიეთ შალის შარფი. გაიმეორეთ 3 ღამე და ტკივილიც გაქრება.