ხალხური მედიცინა გვთავაზობს
29-04-2013
ჰიპერტონიის (მაღალი წნევის) დროს - 1 ს/კ სიმინდის ფქვილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და მთელი ღამე დატოვეთ. დილით, უზმოზე დალიეთ მხოლოდ წყალი, ფქვილი არ მიაყოლოთ.
მწვავე გასტრიტის დროს - მრავალძარღვას (ვიწრო და მოგრძოფოთლებიანი) 200გ ფოთოლს დაასხით 0,5 ლ არაყი და 5 წუთი ადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ ნახარში დილით, უზმოზე, ადგომამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის დროს არ შეიძლება მოწევა.  
ფეხის სოკოს დროს - დაბანილი ფეხები ჩაყავით ღვინის
მაგარ ძმარში. საღამოს ჩაიცვით ძმარში დასველებული წინდები და ისე დაიძინეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.
ეგზემის დროს - 1 ყავის ფინჯან მცენარეულ ზეთს შეურიეთ იმავე რაოდენობის ძმარი და ბამბის ტამპონით წაისვით დაბანილ მტკივნეულ ადგილებზე.

წელის ტკივილის, რადიკულიტის დროს: 1. შავი ბოლოკის წვენში დაასველეთ მკვრივი, რბილი ქსოვილი, დაიფინეთ
მტკივნეულ ადგილზე და შემოიხვიეთ შალის შარფი. თუ ძალიან არ გეწვით, კომპრესი შეგიძლიათ 2-3 დღე-ღამე არ მოიხსნათ. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ.

2. შეურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ მარილი და 50გ ქაფურის ზეთი. ეს ნარევი წაუსვით ჭვავის პურის ქერქზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, დაიმაგრეთ ბინტით და შემოიხვიეთ შალის შარფი. გაიმეორეთ 3 ღამე და ტკივილიც გაქრება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები