რით განსხვავდება ართრიტი და ართროზი
29-04-2013
რით განსხვავდება ართრიტი და ართროზი
ართროზი - ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს სახსარშიგა ხრტილები თანდათანობით იშლება, ცვდება. ართროზის მთავარი მიზეზებია: ნივთიერებათა ცვლის დაღვევა, ტრავმები, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ზედმეტი წონა და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი. მკურნალობისას უპირველესად საჭიროა დაზიანებული სახსრების დასვენება, დატვირთვის შემცირება, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. ფიტოთერაპია. გარდა ამისა, უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ხრტილოვანი ქსოვილის აღმდგენი (ქონდროპროტექტორები) პრეპარატები.

ექიმები ზოგჯერ დაზიანებულ სახსარს ხელოვნურით ცვლიან.

ართრიტი - სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვითარდება ინფექციური დაავადებების შედეგად. უმეტეს შემთხვევაში მას
იწვევს სახსრების ტრავმის დროს (დაზიანებული კანის მეშვეობით) ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები და ვირუსები, ან გაცივება, მწვავე ვირუსული დაავადები. მისი სიმპტომებია: სახსრების ტკივილი, კანის გაწითლება და შეშუპება, შეიძლება ტემპერატურამაც მოიმატოს.

ართრიტის მკურნალობისას საჭიროა სიმშვიდე, ფიზიოთერაპია, ანთებსაწინააღმდეგო წამლები, საჭიროების მიხედვით - ანტიბიოტიკები, იმუნოდეპრესანტები და სხვ.
სახსრებმა რომ არ
შეგაწუხოთ, ზედმეტად არ დაიტვირთოთ ფიზიკურად (არ ატაროთ 3 კგ-ზე მეტი ტვირთი), დაიკელით წონაში, ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მეტი იმოძრავეთ, ცხოველური ცხიმი შეცვალეთ მცენარეული ზეთით, მიიღეთ დღეში 1-1,5 ლ წყალი. თუ სახსრები გაწუხებთ, ვიდრე  ვარჯიშს შეუდგებოდეთ, რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს.

სახსრებისთვის ძალიან სასარგებლოა ბროწეულის, ფორთოხლის, ანანასის წვენი და მწვანე ჩაი, რძემჟავა პროდუქტები (რძე, ხაჭო, არაჟანი, ყველი).
madlena
22 დეკემბერი 2013 14:40
მაცუხებს სახსრები მაკვს ართრიტი და ინფეკცია სახსრებში დიაგნოზი არის ოსტეომიელიტი რაც მირჩევდით ტკივილები მაკვს მუხლებში განსაკუთრებით.დიდი მადლობა წინასწარ
zeinabi
18 მაისი 2013 00:47
დზალიან მაწუხებს დზვლები.ოსტეო არტროზის საწკისი სტადია მირცჰიეტ როგორ ვუსჰველო????

რედაქტორის რჩევით