რით განსხვავდება ართრიტი და ართროზი - კვირის პალიტრა

რით განსხვავდება ართრიტი და ართროზი

ართროზი - ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს სახსარშიგა ხრტილები თანდათანობით იშლება, ცვდება. ართროზის მთავარი მიზეზებია: ნივთიერებათა ცვლის დაღვევა, ტრავმები, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ზედმეტი წონა და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი. მკურნალობისას უპირველესად საჭიროა დაზიანებული სახსრების დასვენება, დატვირთვის შემცირება, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. ფიტოთერაპია. გარდა ამისა, უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ხრტილოვანი ქსოვილის აღმდგენი (ქონდროპროტექტორები) პრეპარატები.

ექიმები ზოგჯერ დაზიანებულ სახსარს ხელოვნურით ცვლიან.

ართრიტი - სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვითარდება ინფექციური დაავადებების შედეგად. უმეტეს შემთხვევაში მას იწვევს სახსრების ტრავმის დროს (დაზიანებული კანის მეშვეობით) ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები და ვირუსები, ან გაცივება, მწვავე ვირუსული დაავადები. მისი სიმპტომებია: სახსრების ტკივილი, კანის გაწითლება და შეშუპება, შეიძლება ტემპერატურამაც მოიმატოს.

ართრიტის მკურნალობისას საჭიროა სიმშვიდე, ფიზიოთერაპია, ანთებსაწინააღმდეგო წამლები, საჭიროების მიხედვით - ანტიბიოტიკები, იმუნოდეპრესანტები და სხვ.

სახსრებმა რომ არ შეგაწუხოთ, ზედმეტად არ დაიტვირთოთ ფიზიკურად (არ ატაროთ 3 კგ-ზე მეტი ტვირთი), დაიკელით წონაში, ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მეტი იმოძრავეთ, ცხოველური ცხიმი შეცვალეთ მცენარეული ზეთით, მიიღეთ დღეში 1-1,5 ლ წყალი. თუ სახსრები გაწუხებთ, ვიდრე  ვარჯიშს შეუდგებოდეთ, რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს.

სახსრებისთვის ძალიან სასარგებლოა ბროწეულის, ფორთოხლის, ანანასის წვენი და მწვანე ჩაი, რძემჟავა პროდუქტები (რძე, ხაჭო, არაჟანი, ყველი).