არომატული აბაზანა კანის მოვლისა და ჯანმრთელობისთვის - კვირის პალიტრა

არომატული აბაზანა კანის მოვლისა და ჯანმრთელობისთვის

სანთლები, დამამშვიდებელი მუსიკა, მკრთალი შუქი და, რაც მთავარია, აბაზანაში სითბო და სისუფთავე... თანაც არსად გეჩქარებათ, წევხართ თბილ წყალში, ისუნთქავთ ბალახებისა და ზეთების სურნელებას - თქვენ არა მარტო უვლით კანს, არამედ გრძნობთ, თუ როგორ ქრება დაღლილობა და თანდათანობით გეუფლებათ სიმშვიდე.

კანის მოვლისა და ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასიამოვნო და ხელმისაწვდომია არომატული აბაზანები. არომააბაზანების ეფექტიანობას განაპირობებს არა მარტო კანიდან ორგანიზმში ზეთების სწრაფად შეწოვა, არამედ ორთქლის შესუნთქვა.

გახსოვდეთ, სანამ ზეთს დაამატებთ წყალს, მანამდე უნდა გახსნათ რძეში, არაჟანში, აბაზანის ქაფში ან რაფინირებულ მცენარეულ ზეთში. სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ 200 ლ წყალს უნდა დაამატოთ 8-10 წვეთი არომატული ზეთი და აბაზანაში 20 წუთზე მეტხანს არ უნდა დაყოთ.

ჩაის აბაზანა: 3 ს/კ შავ ჩაის დაასხით 1ლ მდუღარე. გააჩერეთ 10-15 წუთი, გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში (წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 370ჩ-ს), პროცედურის ხანგრძლივობა 20 წუთია. ჩაის აბაზანები კანს მატებს ტონუსს.

ქატოს აბაზანა: 1 კგ ქატოს დაასხით 2 ლ ცხელი რძე, დაამატეთ 1 ს/კ თაფლი და ჩაასხით აბაზანაში (წყლის ტემპერატურა - 370ჩ). პროცედურის ხანგრძლივობა 20 წუთია, რომელიც ატენიანებს და აახალგაზრდავებს მშრალ კანს. სასურველია, პროცედურა გაიკეთოთ კვირაში 2-3-ჯერ.

თაფლის აბაზანა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს: 2 ს/კ თაფლი გახსენით 1 ჩ/ჭ თბილ რძეში და დაამატეთ აბაზანას.

შოკოლადის აბაზანა კანს მატებს სიმკვრივეს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. 150-200 გ კაკაოს ფხვნილი (უშაქროდ) გახსენით 1 ლ ცხელ წყალში ან რძე\ში, დაამატეთ აბაზანას.

მშრალი წითელი ღვინის აბაზანა აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, აძლიერებს იმუნიტეტს და კანს მატებს ტონუსს. თბილი წყლით სავსე აბაზანას დაამატეთ 200 მლ მშრალი წითელი ღვინო.