იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

მატიტელა სამკურნალო მცენარეა. ის შეიცავს A, C, K ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, პექტინებს, ეთერზეთებს და სხვ.

მას აქვს ანთებსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ლპობის საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისება. გარდა ამისა, აჩქარებს იარების შეხორცებას, ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას, აჩქარებს სისხლის შედედებას, ხელს უშლის მარილების კრისტალიზაციის პროცესს საშარდე გზებში.

მატიტელა სხვა შარდმდენ საშუალებებთან ერთად შლის თირკმლებში კენჭებს, ქვიშად აქცევს და ორგანიზმიდან გამოაქვს. ის ასევე ეფექტიანია ნაღველკენჭოვანი, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.

გახსოვდეთ! მატიტელათი მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან "კენჭების დაძვრამ" შეიძლება პრობლემები წარმოქმნას.

გთავაზობთ ნახარშის რეცეპტს:

1ს/კ მატიტელას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 1ს/კ 3-ჯერ დღეში.

ფილტვის ანთების, პლევრიტისა და ბრონქიტის დროს შეურიეთ ერთმანეთს 15-15გ დაქუცმაცებული მატიტელა, ვირისტერფას ფოთოლი და დიდგულას ყვავილი. 1ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15-20 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1ს/კ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ცნობისთვის: მატიტელა არარეკომენდებულია ორსულებისთვის, ეკრძალებათ ინსულტ და ინფარქტგადატანილებს და მათ, ვისაც მიდრეკილება აქვს თრომბოფლებიტისკენ.