ვაკონტროლოთ ქოლესტერინი
20-05-2013
ვაკონტროლოთ ქოლესტერინი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან არავინ არის დაზღვეული. უმეტეს შემთხვევაში ამ დაავადებების მიზეზია სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე. ამ დაავადებებისაგან თავის დასაზღვევად დიეტოლოგები გვირჩევენ, მენიუში გავითვალისწინოთ სასარგებლო, თანაც ნოყიერი პროდუქტი: უცხიმო ძროხისა და ბოცვრის, კანგაცლილი ქათმის თეთრი ხორცი, უცხიმო თევზი (ვირთევზა, ნავაგა, ხეკი, ფარგა), ასევე 2,5%-იანი რძე, 10%-იანი არაჟანი, 5%-იანი ხაჭო, მოხარშული და აირღუმელში შებრაწული კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო, ოსპი.

რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ქოლესტერინის მაღალი დონის შემცველი პროდუქტი: ბატისა და იხვის, ღორის ხორცი,
ყველა სახის ძეხვეული, ღვიძლის პაშტეტი, თევზის კონსერვები, კრევეტი, ხიზილალა, მაგარი ყველი, კვერცხის გული, კარაქი, მარგარინი, ცხიმიანი ხაჭო,M არაჟანი, შოკოლადიანი ხაჭო, ნაღები, ჩიფსები, ჰამბურგერი, ტორტი, ნამცხვრები, შოკოლადი, ჰალვა.

გთავაზობთ ერთი დღის მენიუს:

საუზმე: ბოსტნეულის სატენიანი ყაბაყი, ყველის, პომიდვრისა და მწვანილის ბუტერბროდი, ფინჯანი კაკაო.
მეორე საუზმე: 2
ვაშლი, 2 ს/კ ქატო, უმარილო პომიდვრის წვენი.
სადილი: თეთრი კომბოსტოს, პომიდვრისა და ოხრახუშის სალათა, სოკოს წვნიანი, ბრინჯის გარნირიანი მოხარშული თევზი, ჩირის (ჭერმის, გარგარის, მსხლის) კომპოტი.
სამხარი: ფორთოხალი ან გრეიპფრუტი, 2 ს/კ ქატო, მწვანე ჩაი.
ვახშამი: დაჭყლეტილ ნიორგადასმული (1-2 კბილი) ერთი ნაჭერი შავი პური, ზეითუნის (ან მზესუმზირის) ზეთმოსხმული კიტრისა და სალათის ფოთლების, ბულგარული წიწაკისა და მწვანე ხახვის სალათა. 1 ჩ/კ თაფლით დამტკბარი მოცხარისა და ჟოლოს ფოთლების ჩაი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით