სითბო - ჯანმრთელობის სამსახურში
20-05-2013
სითბო - ჯანმრთელობის სამსახურში
სითბო აფართოებს სისხლძარღვებს და აღადგენს უჯრედების კვებას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

თუ სხეულზე სათბურას დაიდებთ, 100-ჯერ გაგიუმჯობესდებათ ამ ადგილზე კანის სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც ქსოვილები აქტიურად იკვებება ჟანგბადით, სისხლი კი ინტენსიურად გამოდევნის მათგან ცხოველქმედების პროდუქტებს. სათბურას დახმარებით შეიძლება კუნთოვანი სპაზმების მოხსნა და ტკივილის შემსუბუქება. მაგალითად, შაკიკის დროს თავის ტკივილს დაგიამებთ ტერფებზე სათბურის დადება. ფეხების გათბობა აქვეითებს არტერიულ წნევას, გასტრიტის
დროს სათბურას იდებენ კუჭის არეში, თირკმლების ჭვალის დროს კი - წელზე.

თუ ფეხები გიცივდებათ - ძილის წინ წაისვით ფეხების გამათბობელი მალამოები, რომელთა შემადგენლობაშია სისხლის მოძრაობის გამააქტიურებელი კომპონენტები: წითელი წიწაკის ან კოჭას, კაკაოს ცხიმის, როზმარინის, ქაფურისა და შირბახტის ექსტრაქტი.
ფეხები მაშინვე გაგითბებათ და გაგიჩნდებათ სასიამოვნო შეგრძნება.

ფეხები თუ დაგეღალათ, თბილ აბაზანაში გახსენით 4 ს/კ მარილი და ტერფები ჩაყავით, დაღლილობა სწრაფად გაივლის. თუ აბაზანაში ჩადებთ ლიმონის რამდენიმე ნაჭერს, დაამატებთ 2 ს/კ მცენარეულ ზეთს და 15 წუთით ჩააწყობთ ფეხებს, არა მარტო მოგეხსნებათ კუნთების დაჭიმულობა, არამედ ტერფების კანი დარბილდება.

მაღალი წნევის დროს, ფეხები 10 წუთით ჩააწყვეთ 360ჩ-იან წყალში, თანდათანობით დაამატეთ ცხელი წყალი, წყლის ტემპერატურამ უნდა აიწიოს 420-მდე, წნევა დაიწევს, თავიც დაგიამდებათ.
გაცივებისა და გრიპის დროს (თუ მაღალი სიცხე არა გაქვთ) ღრმა ტაშტში ჩაასხით ცხელი წყალი (37-380ჩ), ჩააწყვეთ ხელები იდაყვებამდე, როგორც კი წყალი გაცივებას დაიწყებს, დაამატეთ ცხელი წყალი. პროცედურა 10-წუთიანია.
ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას ძალიან სასარგებლოა მცენარეული ინჰალაციები (მაგალითად, ვირისტერფასი, ევკალიპტის, სალბის ან გვირილის). ქვაბში ცხელ წყალს დაამატეთ ამ მცენარეებიდან ნებისმიერი და ისუნთქეთ...

გახსოვდეთ! წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37,50ჩ-ს, რათა არ დაიწვათ.
ნერვულ დაძაბულობას და უძილობას შველის პიტნისა და ბარამბოს (წყლის ტემპერატურა 36-370ჩ) 15-წუთიანი აბაზანები. წიწვის ექსტრაქტიანი აბაზანა აღგიდგენთ ძალას, გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობილებას, შველის თავის ტკივილსა და კანის დაავადებებს.
გადაღლილობას (განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ) მოგიხსნით ციტრუსების ეთეროვანი ზეთების აბაზანები.

სისხლძარღვებს აფართოებს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს ცხელი აბაზანები (400ჩ).
გახსოვდეთ! პროცედურა 5 წუთზე მეტხანს არ გრძელდება. წყალი არ უნდა სწვდებოდეს გულს!
ცნობისათვის: არ შეიძლება სითბოთი მკურნალობა, როდესაც სხეულის ტემპერატურა აღემატება 370ჩ-ს. გარდა ამისა, სითბოს გამოყენება არ შეიძლება მუცლის ღრუს ანთებითი პროცესის, გინეკოლოგიური და სისხლის მწვავე ინფექციური დაავადებისას, ჰეპატიტის დროს და სხვ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით