უძილობამ რომ არ შეგაწუხოთ... - კვირის პალიტრა

უძილობამ რომ არ შეგაწუხოთ...

გთავაზობთ იდეალური ძილის ექვს წესს:

1. გაითვალისწინეთ ბიორიტმი. მეცნიერები გვირჩევენ, დავიძინოთ არა შუაღამისას, არამედ საღამოს 9 საათზე, რადგან სწორედ ამ დროს არის ორგანიზმი მზად ძილისთვის.

2. სუფთა ჰაერი. ყოველდღე გაანიავეთ საძინებელი, ძილისთვის ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს +20-+22 0ჩ. მთავარია, არ დაიძინოთ ორპირში.

3. კარგად დაგეძინებათ, თუ დაწოლამდე მიიღებთ არომატულ თბილ აბაზანას (აბაზანას დაამატეთ ლავანდის, ბარამბოს ან თავშავას ეთერზეთი).

4. სწორად შეარჩიეთ საწოლი. კარგად გამოიძინებთ, თუ დაიძინებთ ორთოპედიულ ლეიბზე. საშუალო ზომის ბალიში ხელს უწყობს ხერხემლის ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნებას. იაპონელები გვირჩევენ წიწიბურის ჩენჩოს ბალიშს, რომელიც იღებს თავისა და კისრისთვის სასურველ ფორმას.

5. სასთუმალი უნდა იყოს აღმოსავლეთით და მშვიდად დაგეძინებათ.

6. ძილის წინ ყავა არ დალიოთ, რადგან კოფეინი მოქმედებას იწყებს მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ.

შეეცადეთ, ძილის წინ დამშვიდდეთ, უმჯობესია ფანჯარა გამოაღოთ და სუფთა ჰაერი ისუნთქოთ...