როგორ ვუმკურნალოთ ნეიროდერმიტს - კვირის პალიტრა

როგორ ვუმკურნალოთ ნეიროდერმიტს

ნეიროდერმიტი ძნელად იკურნება. ხშირად ამ დაავადების მაპროვიცირებელია წამლები ან საყოფაცხოვრებო ქიმიური პრეპარატები, ფსიქოემოციური და ფიზიკური

სტრესები, საკვები, კლიმატი (ნოტიო და ცივი), შინაური ცხოველების ბეწვი.

ნეიროდერმიტით დაავადებულებმა რაციონიდან უნდა ამოიღონ რძე და ემულგატორებით, საღებავებითა და კონსერვანტებით გამდიდრებული პროდუქტები, შაქარი, თეთრი პური, მაკარონის ნაწარმი, სანელებლები, ხორცის ბულიონი, შემწვარი, შებოლილი, მწარე, ცხარე, მარილიანი საკვები, ღვიძლი, თევზი, ხიზილალა, კვერცხი, ყველი, ყავა, თაფლი, შოკოლადი და ციტრუსი. საკვებად უნდა იხმარონ წიწიბურა, ქერის ბურღული, მოხარშული ბოსტნეული და ხორცი, ზღვის კომბოსტო და წყალმცენარეები, თეთრი კომბოსტო, კამა, პირშუშხა, თვის ბოლოკი, თალგამი, წიწმატი, ისპანახი, ხახვი, ნიორი. ნეიროდერმიტის სამკურნალოდ ფიტოთერაპევტების დანიშნულებით რეკომენდებულია მცენარეებით მკურნალობა:

1. თერმოსში ჩაყარეთ დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვები, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 საათი და მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსია 1 თვე. შეისვენეთ 1 თვე და გაიმეორეთ.

გახსოვდეთ, არტერიული მაღალი წნევის დროს ძირტკბილას სიფრთხილით მოეკიდეთ.

2. 1 ჩ/კ შირბახტის ზეთი მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

3. ხორცსაკეპში გატარებულ 1 ს/კ სოფორას ნაყოფს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 7-8 საათი, მიიღეთ 2-2 ს/კ თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში.

4. ღამით წაისვით მალამო: 50-50გ დაქუცმაცებული იაპონური სოფორას ნაყოფი, ფუტკრის ყვითელი ცვილი და 100 გ ღორის მუცლის ქონი ჩადეთ მომინანქრებულ ქვაბში, თავზე მჭიდროდ დაახურეთ, შედგით აირღუმელში და 80-1000ჩ ტემპერატურაზე გაადნეთ. გადაწურეთ, გააცივეთ და წაისვით.