განვიხილოთ ზოგიერთი მითი
27-05-2013
განვიხილოთ ზოგიერთი მითი
კაცობრიობამ თავისი არსებობის განმავლობაში შეიმუშავა ერთი შეხედვით არაერთი ხელშეუხებელი აქსიომა, რომელთა შორის ბევრი საჭიროებს გამოკვლევას, ახსნა-განმარტებასა და ზოგჯერ უარყოფასაც კი.


მითი #1 - ძილის დროს ტვინი ისვენებს

სინამდვილეში, ძილის დროს ტვინში დუღს ძალიან აქტიური სამუშაო: ის აანალიზებს უკვე მომხდარს, "ინსპექტირებას" უწევს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას და ადგენს მომავალში მოვლენათა განვითარების სცენარს! ამიტომაც ძილის აზრია, ტვინს მისცეს ყველა, ამ არცთუ მარტივი და აუცილებელი ამოცანების გადაწყვეტის საშუალება.

მითი #2 - შეიძლება შემდეგ გამოვიძინო

რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ შეუძლებელია: ორგანიზმი ისვენებს იმდენს, რამდენიც მას სჭირდება. მაგალითად, თუ მუშაობთ ისე, რომ 2-3 დღე-ღამე თვალის მოხუჭვას ვერ ახერხებთ, შესაძლოა, ნებისმიერ მდგომარეობაში ჩაგეძინოთ. აღიდგინეთ ძალები ხანგრძლივი გამოუძინებლობის დროს 10-12-საათიანი სრულფასოვანი დასვენებით.

მითი #3 - "მსუბუქი" პროდუქტის ჭამა შეიძლება
ნებისმიერი რაოდენობით


საკმაოდ საეჭვო მტკიცებულებაა. უპირველეს ყოვლისა, უცხიმო პროდუქტის მუდმივად და დიდი რაოდენობით ჭამა არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გახდომაზე ფიქრობთ.
ჯერ ერთი, უცხიმო "სასარგებლო" პროდუქტებში ნახშირწყლები უმნიშვნელო რაოდენობითაა, მეორე - უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცხიმოვანი კომპონენტების უკმარისობის დროს ორგანიზმი ითხოვს მარაგის შევსებას - უკვე 30-40 წუთის შემდეგ (ჩვეულებრივი საკვების მიღების შემდეგ დანაყრების გრძნობა გრძელდება 3-4 საათი) და ადამიანი იწყებს "მსუბუქი" იოგურტის ან ხაჭოს ახალი ულუფის მიღებას და ეს გრძელდება უსასრულოდ... შედეგად, კალორიულობა კი არ მცირდება, იზრდება.

მითი #4 - ალკოჰოლიზმი დაუმარცხებელია

ალკოჰოლიზმი მხოლოდ მავნე ჩვევა კი არ არის, არამედ სერიოზული დაავადებაა. თუმცა იმედი არ უნდა გადავიწუროთ! თვითონ მსმელის სურვილით, ახლობელთა მხარდაჭერითა და სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით ალკოჰოლზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა შესაძლებელია. თანაც დღეს საამისოდ არსებობს ძალიან ბევრი სამკურნალო პრეპარატი...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით