ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

ბანანი ერთადერთი ხილია, რომელიც შეიძლება მიიღოთ გასტრიტის დროს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის, ჰიპერტონიის, თირკმლების, ღვიძლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.

კალიუმის დიდი შემცველობის წყალობით ბანანს აქვს მატონიზებელი თვისება, ის ამაგრებს გულის კუნთებს, გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სწრაფად აღადგენს ენერგიას. ბანანი ხსნის სტრესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.

ის საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაცაა. ბანანის რბილობის ნიღაბი თმას უბრუნებს სიმკვრივეს, ბრწყინვალებას - დაჭყლიტეთ ბანანი, დაამატეთ კვერცხის გული და წაისვით თმაზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ დაიბანეთ შამპუნით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.