როგორ მოვუაროთ ზაფხულში ფეხებს... - კვირის პალიტრა

როგორ მოვუაროთ ზაფხულში ფეხებს...

ფეხებს განსაკუთრებით ზაფხულში სჭირდება მოვლა, რადგან მას ღია ფეხსაცმელში ვერ დამალავთ. ამიტომ გირჩევთ:

- რამდენიმე დღის განმავლობაში ძილის წინ ტერფებზე წაისვით ძალიან ცხიმიანი კრემი, ჩაიცვით თხელი ბამბის წინდა და ასე დაიძინეთ.

- რეგულარულად უნდა გაიკეთოთ ფეხის აბაზანები: თბილ წყალს დაამატეთ ზღვის მარილი და შიგ რამდენიმე წუთით ჩააწყვეთ ფეხები. შემდეგ პედიკიურისთვის განკუთვნილი ქლიბით დაიმუშავეთ ტერფები.

- გაყვითლებულ, მტვრევად ფრჩხილებს მოუხდება ლიმონის წვენდამატებული მცენარეული ზეთის აბაზანები. თითების ფრჩხილები 10 წუთით ჩაყავით ამ ნარევში, შემდეგ გაიმშრალეთ.

- მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დიდხანს ტარებით გამოწვეულ დაღლილობას, შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას მოგიხსნით საღამოს თაფლდამატებული გვირილის ან ცაცხვის ყვავილის აბაზანები.

სხვათა შორის, ფეხსაცმლის ქუსლების ოპტიმალური სიმაღლეა - 5 სმ.

- ახალმა ფეხსაცმელმა რომ კოჟრები არ გაგიჩინოთ, ჩაცმამდე მასში ჩააფინეთ სპირტში ან წყალში დასველებული ქსოვილი, ფეხსაცმელი დარბილდება და მიიღებს ფეხების ფორმას.