ალუბალი - მკურნალი
10-06-2013
ალუბალი - მკურნალი
ალუბალი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, B1, B6, C, E, K, PP, A ვიტამინებს, კაროტინს, მაგნიუმს, იოდს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, გოგირდს, თუთიას, ფოლიუმმჟავასა და რაც მთავარია, კუმარინს, რომელიც ორგანიზმს მატებს ტონუსს, ხელს უშლის სისხლის შესქელებას და ხელს უწყობს მის წარმოქმნას.
ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ, ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებებისას, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ვიტამინები აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. ფოლიუმმჟავა და
რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას, ჩ ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისგან, ამაგრებს გულის კუნთსა და სისხლძარღვების კედლებს. ალუბლის წვენს აქვს მატონიზებელი და მსუბუქი შარდმდენი თვისება, სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი სმა ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ალუბლის წვენი რეკომენდებულია კოლიტის, ყაბზობის, ბუასილისა და პოდაგრის დროს.
შველის უმადობას.

უმადობის დროს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ უშაქრო ალუბლის წვენი. ასევე სასარგებლოა წვენის პირში გამოვლება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.

ალუბლის წვენი აქვეითებს სისხლში მჟავიანობას. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისა და ჰიპერტონიის დროს. ყუნწების ნახარში სასარგებლოა სახსრების ტკივილის დასაამებლად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალუბალი ართრიტის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. მისი რეგულარულად ჭამა ხელს უშლის არა მარტო ოსტეოართრიტის განვითარებას, არამედ დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, სამკურნალოდ გამოდგება როგორც ახალი, ისე მურაბა, კომპოტი, ჯემი, წვენი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით