სასარგებლო სუბპროდუქტები...
10-06-2013
ძალიან ბევრი მათ არცთუ დიდ ყურადღებას აქცევს, მეტიც, მეორე ხარისხის პროდუქტებად მიაჩნიათ. დიეტოლოგებმა დამაჯერებლად დაამტკიცეს, რომ გული, ღვიძლი, ენა, კუდი, ტვინი და თირკმლები მდიდარია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებით და კონკურენციასაც უწევენ ხორცს. ამიტომ სასურველია, კვირაში 1-2-ჯერ მაინც გაითვალისწინოთ მენიუში.

ღვიძლი B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავების წყაროა. კვირის ნორმაა 300გ.
ტვინი დელიკატესია. მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და მაგნიუმით. თუმცა მასში ბევრი მავნე ქოლესტერინია და ძალიან ცოტა სასარგებლო პროტეინები. კვირის ნორმაა 100გ.

თირკმლებში
ძალიან ბევრია თუთია, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინასა და ფოსფორს. კვირის ნორმაა 200გ.

გული შეიცავს გულ-სისხლძარღვთა ნორმალური მუშაობისთვის საჭირო კალიუმს, ფოსფორს,  მაგნიუმს, ამასთან დაბალკალორიულია. კვირის ნორმაა 200გ.

ენა - რკინისა და თუთიის წყალობით ამაღლებს საერთო ტონუსს, ასტიმულირებს კუჭის მუშაობას, ორგანიზმი კარგად ითვისებს და
იდეალური დიეტური პროდუქტია. სასარგებლოა ბავშვებისათვის, რადგან მდიდარია ცილებით. კვირის ნორმაა 400გ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით