ეს საინტერესოა
17-06-2013
ყველაზე სასარგებლო სითხეა სუფთა წყალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლის მთავარი წყაროა. გარდა ამისა, რეკომენდებულია მივიღოთ სხვადასხვა სასმელი, რომელიც არა მარტო კლავს წყურვილს, არამედ მკურნალიცაა.

მაგალითად, მწვანე ჩაი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვებისა და ძვლებისთვის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ყოველდღე მწანე ჩაის სმა 20%-ით ამცირებს ინსულტის რისკს, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმს იცავს კიბოსგან, ალცჰაიმერის დაავადებისგან, აუმჯობესებს მეხსიერებას.

პიტნის ჩაი შველის უძილობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, შველის მუცლის ტკივილს.
კალციუმით, D ვიტამინითა და
ცხოველური ცხიმებით მდიდარი რძე ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის (ამაგრებს ძვლებს) საუკეთესო საშუალებაა.
ანტიოქსიდანტებით მდიდარი პომიდვრის წვენი (ტომატი) ავთვისებიანი სიმსივნეების ეფექტიანი პროფილაქტიკური საშუალებაა, დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღადგენს ენერგიას.

ფორთოხლის წვენი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ჩ ვიტამინით, ფოლიუმის მჟავებით, კალიუმითა და ფლავონოიდებით. ამაგრებს იმუნიტეტს, მატებს მხნეობას,
აქვს კიბოს საწინააღმდეგო, შარდმდენისა და სისხლის წარმოქმნის თვისებები.
თუმცა, ფორთოხლის წვენი უზმოზე არ დალიოთ, მაღალი მჟავიანობის დროს დალიეთ კოქტეილის ჩხირით, რათა არ დაზიანდეს კბილის მინანქარი.

შტოშის წვენი შეიცავს არა მარტო  ჩ ვიტამინს, არამედ BB ჯგუფის ვიტამინებს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმსა და ნატრიუმს, ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ანტიბიოტიკი. აქვს ბაქტერიოციდული თვისება, ამაგრებს იმუნიტეტსა და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
ფინჯანი ცხელი კაკაო შველის შაკიკს, თუმცა მისი და, სხვათა შორის, შოკოლადის განუსაზღვრელი რაოდენობით მიღება არარეკომენდებულია. კაკაო ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის - ენდორფინის გამომუშავებას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით