ფიტოთერაპევტები გვირჩევენ...
17-06-2013
ფიტოთერაპევტები გვირჩევენ...
თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ კაჟის (სილიციუმის) პატარა ნატეხს, წყაროს წყალივით გასუფთავდება, რასაც დიდხანს ინარჩუნებს.
ექსპერიმენტებით დამტკიცებულია, რომ კაჟბადიან წყალს აქვს ანტისეპტიკური, ანთებსაწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი თვისებები. ის ანეიტრალებს ქლორს, სპობს ბაქტერიებს. ძალიან ადვილია ასეთი სამკურნალო წყლის მომზადება.

მინის ჭურჭელში ჩაასხით ჩვეულებრივი წყალი და ჩაყარეთ შიგ კაჟის პატარა ნატეხები, პირი მარლით მოუკარით, 5-6 დღე დადგით ნათელ ადგილას (არაპირდაპირ მზის სხივებზე). კაჟის ნატეხების გამოყენება შეგიძლიათ მრავალჯერ - გარეცხეთ 2%-იანი ძმრის მჟავას ხსნარით,
შემდეგ სოდიანი და სუფთა წყლით, მაგრამ არ ადუღოთ.

კაჟიანი წყლით შეგიძლიათ მოამზადოთ ყველანაირი ნახარში და ნაყენი, საჭმელიც კი, დაიბანოთ სახე და ტანი, გაიხეხოთ კბილები, გამოივლოთ პირში.
კაჟიან წყალს იყენებენ ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, ტროფიკული წყლულის, დამწვრობის, შარდსასქესო და კუჭ-ნაწლავის სისტემის სამკურნალოდ და მოწამვლის დროს. ამაგრებს იმუნიტეტს,
აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ეწინააღმდეგება სიმსივნის წარმოქმნას, ხელს უწყობს მოტეხილი ძვლების შეხორცებას.

მიწავაშლა (მიწის მსხალი) შეიცავს პროტეინს, B1, B2, C ვიტამინებს, სილიციუმს (კაჟბადს), თუთიას, რკინას. მიწავაშლას წვენი ძლიერი ბიოსტიმულატორია. მას იყენებენ თირკმლების, ღვიძლის, შაქრიანი დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, დაბლა სწევს წნევას, შველის ხუთვას და ხელს უშლის სიმსივნეების წარმოქმნას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით