ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ტრავმული დაზიანებისას (დაშავების, დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დაჭიმულობის, ამოვარდნილობის) გთავაზობთ მცენარეებითა და სხვა ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობის რეცეპტებს:

- დაჟეჟილობის დროს მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ უმი კარტოფილის ნაჭრები;

- დაჭიმულობის დროს გასივებულ ადგილზე დაიდეთ ძმარში მოზელილი თიხის კვერი, ან გაიკეთეთ ცხელი რძის კომპრესი, გაცივდება თუ არა გამოცვალეთ;

- 0,5 კგ მოხარშული თეთრი ლობიო კარგად დაჭყლიტეთ და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ ბამბის ქსოვილით და მთელი ღამე გაიჩერეთ;

- წვრილად დაჭრილ ხახვს შეურიეთ 1 ს/კ შაქრის ფხვნილი, წაუსვით ბამბის ქსოვილს და 4-5 საათით დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.

- ტრავმის ადგილებში დღეში 2-ჯერ შეიზილეთ სოჭის ზეთი;

- 5 გ არნიკას ყვავილებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 0,5 საათით გააჩერეთ. გაწურეთ და 4-6 საათის ხანგრძლივობით გაიკეთეთ კომპრესი.

- 30 გ შვიტას ყვავილებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით და 4-6 საათის ხანგრძლივობით გაიკეთეთ კომპრესი.