ატამი გემრიელიცაა და სასარგებლოც
01-07-2013
ატამი გემრიელიცაა და სასარგებლოც
ატამს ჩინელები უწოდებდნენ მუდმივი სიცოცხლის ნაყოფს, სჯეროდათ - ვინც ამ ხილს შეჭამდა, ეზიარებოდა უკვდავებას, მუდმივ ახალგაზრდობას და შეიცნობდა ჭეშმარიტებას.

ატამი შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინებს და B ჯგუფის ვიტამინებსა და მინერალებს. ატმის ზეთს ისევე იყენებენ, როგორც ნუშის ზეთს.

ატამი მდიდარია კაროტინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას. მისი უჯრედები არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, A, C და B ჯგუფის ვიტამინები კი ამაღლებს იმუნიტეტს. ამიტომ, თუ ადვილად ცივდებით, მიირთვით ატამი. კალციუმი მაგნიუმთან და D
ვიტამინთან ერთად ამაგრებს ძვლებს, ხოლო ხილის მჟავები ათეთრებს და აახალგაზრდავებს კანს. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის და მსუქნებისთვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები და კურკა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით