ატამი გემრიელიცაა და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

ატამი გემრიელიცაა და სასარგებლოც

ატამს ჩინელები უწოდებდნენ მუდმივი სიცოცხლის ნაყოფს, სჯეროდათ - ვინც ამ ხილს შეჭამდა, ეზიარებოდა უკვდავებას, მუდმივ ახალგაზრდობას და შეიცნობდა ჭეშმარიტებას.

ატამი შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინებს და B ჯგუფის ვიტამინებსა და მინერალებს. ატმის ზეთს ისევე იყენებენ, როგორც ნუშის ზეთს.

ატამი მდიდარია კაროტინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას. მისი უჯრედები არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, A, C და B ჯგუფის ვიტამინები კი ამაღლებს იმუნიტეტს. ამიტომ, თუ ადვილად ცივდებით, მიირთვით ატამი. კალციუმი მაგნიუმთან და D ვიტამინთან ერთად ამაგრებს ძვლებს, ხოლო ხილის მჟავები ათეთრებს და აახალგაზრდავებს კანს. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის და მსუქნებისთვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები და კურკა.