რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა
08-07-2013
რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა
ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე მუშაობა, ამიტომ პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვს სითხის სწორად მიღება. ბალანსირებულ საკვებთან ერთად, რომელშიც ჩართულია ყველა აუცილებელი ნივთიერება (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები), ბავშვმა ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა სწორად მიიღოს საკმარისი სითხე.

გაუწყლოება და სულ მცირე სითხის დეფიციტი ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმში ნებისმიერ პროცესზე. ამ დროს ბავშვი მოდუნებულია, გადაღლილი, გაფანტული აქვს ყურადღება,  უჩივის თავის ტკივილს.
მისაღები სითხის რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე. 7 წლის ასაკში - საჭიროა 95 მლ სითხის
მიღება სხეულის 1 კგ წონაზე, 11 წლის ასაკში - 75 მლ/კგ, 14 წლის - 55 მლ/კგ. 14 წლის ზევით რეკომენდებულია 40 მლ/კგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი სითხის საერთო მოცულობიდან მესამედს იღებს მაგარი საკვებიდან (ხორცი, თევზი და პური); გარდა ამისა, ორგანიზმში 300 მლ-მდე წყალი წარმოიქმნება
ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაჟანგვისას, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეღამური ნორმის ნახევარი უნდა მოდიოდეს სასმელებზე.
ამ სქემის მიხედვით 7 წლის ბავშვს, რომელიც 28 კგ-ს იწონის, სჭირდება 2660 მლ სითხე, აქედან 1330 მლ უნდა მიიღოს წყლითა და სასმელებით. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებანი, ფიზიკური აქტიურობის დონე, გარემოს ტემპერატურა. მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს რომ გამოირიცხოს ორგანიზმის გაუწყლოება, მეცადინეობის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე და მეცადინეობის დამთავრებიდან 30-40 წუთის შემდეგ ბავშვმა უნდა დალიოს წყალი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ლიმონიანი ტკბილი ჩაი, ტკბილი გაზიანი სასმელები.

გახსოვდეთ! რაციონიდან არ უნდა გამოირიცხოს რძე და რძის პროდუქტები.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით