ოთხი მითი ანგინის შესახებ
08-07-2013
ანგინას ბევრი იოლად უყურებს, მაგრამ ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ის საშიშია გაუთვალისწინებელი შედეგებით. შეუძლია გამოიწვიოს რევმატიზმი, მის ფონზე გულის მანკიც კი, თირკმლებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. თავი რომ დაიზღვიოთ ამ პრობლემებისგან, კარგად უნდა "იცნობდეთ" ანგინას.
მითი 1 - ანგინა - ნებისმიერი ყელის ტკივილი

ანგინა არის სასისმიერი და სხვა ნუშურების (ენისმიერი, ხახისმიერი) ინფექციური დაავადება. სასა და ნუშურები ერთად წარმოქმნიან ლიმფოეპითელიურ რკალს, რომელსაც დამცველი ფუნქცია აქვს - ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციების ღრმად შეჭრას.
ანგინას იწვევს ბაქტერიები, ვირუსები და სოკო. თუმცა ყელის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ხახისა და ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესთან - ფარინგიტთან და ლარინგიტთან, რომლებიც ანგინასთან არავითარ კავშირში არ არიან.

მითი #2 - ანგინა ძალიან საშიში დაავადებაა
ნაწილობრივ ეს სიმართლეა. ანგინა გადადის ავადმყოფთან მჭიდრო კავშირით (მაგალითად,
კოცნით), ჰაერწვეთოვანი გზით, დასნებოვნებული საკვებით ან საერთო ჭურჭლით. თუმცა, თუ იმუნიტეტი ძლიერია, ორგანიზმში მოხვედრილმა ინფექციამ შეიძლება არ გამოიწვიოს ანგინა. ეს მშვიდი ბაქტერიები პათოგენურად რომ იქცნენ, საკმარისია იმუნიტეტის დამაქვეითებელი ფაქტორი, მაგალითად, გადაცივება.

მითი #3 - ანგინას შეიძლება უექიმოდ ვუმკურნალოთ
ბევრს მიაჩნია, რომ ანგინის დროს საკმარისია ყელში გამოვლება. მართლაც, მსუბუქი ფორმის და კარგი იმუნიტეტისას ეს საკმარისი იქნება (განსაკუთრებით თუ გამოიყენებთ ანტისეპტიკებს), მაგრამ ჩირქოვან ანგინას ანტიბაქტერიული პრეპარატებით უნდა ვუმკურნალოთ. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დაადგინოს, თუ როგორი მკურნალობაა საჭირო.

მითი #4 - ანგინა რომ არ დაგვემართოს, საჭიროა გლანდების ამოჭრა საჭიროა სპეციალისტმა გაარკვიოს, საჭიროა თუ არა მათი მოშორება.
დაბოლოს: ანგინის დროს ექიმები გვირჩევენ მეტი სითხის მიღებას (მორსი, თაფლი, თაფლიანი რძე ან ლიმონიანი ჩაი), სითხე ნუშურებიდან რეცხავს მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებსაც კუჭის წვენი ანადგურებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით