გთავაზობთ ფეხების მოვლის ხალხურ რეცეპტებს
08-07-2013
1. თუ კოჟრები გაწუხებთ, 4 ს/კ ძმრისა და პურის გულის ფაფა მომზადებისთანავე დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე, შეიხვიეთ ცელოფანით და ჩაიცვით თბილი წინდა. 20 წუთის შემდეგ სველი საფენი მოიხსენით. კოჟრი დარბილდება და ადვილად მოშორდება.

2. ფეხის ფრჩხილების სხვადასხვა დაავადების დროს (სოკო, მტვრევა, აშრევება და ა.შ.): - ერთმანეთში აურიეთ 2 ს/კ თაფლი, თითო ს/კ მარილი და ლიმონის წვენი. ნარევი წაისვით ფეხებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი, შეიხვიეთ მარლით. 40 წუთის შემდეგ კომპრესი მოიშორეთ და ფეხები დაიბანეთ.

3. დაჟეჟილობასა და ნაღრძობს შველის: ადუღებულ 0,5 ლ რძეში ჩაყარეთ გამხმარი ფარსმანდუკი და ნახარში გააჩერეთ 20 წუთი. გააცივეთ, სითხეში დაასველეთ ბამბის ქსოვილი და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შემოიხვიეთ ცელოფანი და გაიჩერეთ საფენის გაშრობამდე. შემდეგ ისევ გაიმეორეთ. რამდენიმე დღის შემდეგ ტკივილი და შესივება გაქრება.

4. ფეხების შეშუპების
დროს: 5 ს/კ არაჟანს დაამატეთ 6 ს/კ შვრიის ფანტელი და გააჩერეთ. როცა აფუვდება, დაამატეთ 2 ჩ/კ თბილი თაფლი და 1 ს/კ ლიმონის წვენი. ნარევი წაისვით ფეხებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი. ფეხები მაღლა შემოაწყვეთ და ნახევარი საათის შემდეგ დაიბანეთ.






მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით