08-07-2013
1. თუ კოჟრები გაწუხებთ, 4 ს/კ ძმრისა და პურის გულის ფაფა მომზადებისთანავე დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე, შეიხვიეთ ცელოფანით და ჩაიცვით თბილი წინდა. 20 წუთის შემდეგ სველი საფენი მოიხსენით. კოჟრი დარბილდება და ადვილად მოშორდება.2. ფეხის ფრჩხილების სხვადასხვა დაავადების დროს (სოკო, მტვრევა, აშრევება და ა.შ.): - ერთმანეთში აურიეთ 2 ს/კ თაფლი, თითო ს/კ მარილი და ლიმონის წვენი. ნარევი წაისვით ფეხებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი, შეიხვიეთ მარლით. 40 წუთის შემდეგ კომპრესი მოიშორეთ და ფეხები დაიბანეთ.
4. ფეხების შეშუპების დროს: 5 ს/კ არაჟანს დაამატეთ 6 ს/კ შვრიის ფანტელი და გააჩერეთ. როცა აფუვდება, დაამატეთ 2 ჩ/კ თბილი თაფლი და 1 ს/კ ლიმონის წვენი. ნარევი წაისვით ფეხებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი. ფეხები მაღლა შემოაწყვეთ და ნახევარი საათის შემდეგ დაიბანეთ.