გავხდეთ იოლად
15-07-2013
ქალბატონები ზაფხულის დადგომამდე ცდილობენ წონაში დაიკლონ. ზაფხულში, შვებულების პერიოდში უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ და შეუძლიათ წონაში დაიკლონ რამდენიმე კილოგრამი, შეუძლიათ ირბინონ, ფეხით იარონ, იცურაონ აუზში, მდინარესა და ზღვაში, ისეირნონ ველოსიპედით, გაიკეთონ მასაჟი, დაძინებამდე ირბინონ 1 საათი მაინც.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას: აბაზანაში ჩააწვეთეთ 4-5 წვეთი გრეიპფრუტის ან ფორთოხლის ეთეროვანი ზეთი და ჩაწექით 15-20 წუთი. ყოველდღე მიირთვით ერთი გრეიპფრუტი ან ფორთოხალი, რომლებიც შეიცავენ ცხიმის დამშლელ ნივთიერებას.

წონაში უფრო სწრაფად და ადვილად
დაიკლებთ, თუ გახდომის პროცესში გაიწმენდთ ორგანიზმს. ყოველდღე უზმოზე დალიეთ დღეში 1 ჩ/ჭ ანადუღარი, გაციებული წყალი, რომელშიც გახსნილია კარგად გაწმენდილი 1 ჩ/კ ცისფერი თიხა. თიხის ელექსირი არა მარტო წმენდს ნაწლავებსა და სისხლს, არამედ ამაღლებს ჰემოგლობინს, აუმჯობესებს სახის ფერს და არა აქვს უკუჩვენებები. სვით ერთი კვირა და
აუცილებლად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
მენიუში გაითვალისწინეთ ცივი სუპები, ბორშჩი და ანტიოქსიდანტების შემცველი ზაფხულის კენკრა (მოცვი, მაყვალი, ჟოლო).

დიეტასთან ერთად სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ წყალში ვარჯიში, აერობიკა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, თვალსა და ხელს შუა წვავს ცხიმებს, პროცესმა რომ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ 1 საათი არ ჭამოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით