სიცოცხლის წყარო - კვირის პალიტრა

სიცოცხლის წყარო

ზაფხულის სიცხე დიდ გამოცდას გვიწყობს. მთავარი საშიშროება გაუწყლოებაა. ორგანიზმი სიცხეში ბევრ სითხეს კარგავს, რომელიც უნდა შევავსოთ. უპირველესად, უნდა ვსვათ ის სასმელი, რომლის გემოც მოგვწონს - წყალი, წვენები, უალკოჰოლო გაზიანი სასმელი. ყველა უალკოჰოლო სასმელი უზრუნველყოფს ორგანიზმს წყლით, რომელიც წარმოადგენს მათ ინგრედიენტს.

200ჩ-ის დროს რეკომენდებულია სხეულის ყოველ კილოგრამზე მიიღოთ 20 მლ სითხე. 400ჩ-ის დროს კი სითხე უნდა გააორმაგოთ.

გახსოვდეთ: როდესაც გწყურდებათ, ე.ი. ორგანიზმი განიცდის გაუწყლოებას, ამიტომ სწრაფად უნდა შეავსოთ ის...

გაუწყლოებისას ადამიანი სუსტდება, გაღიზიანებულია, მოთენთილია, დაქვეითებული აქვს შრომის უნარი, შეიძლება თავი ასტკივდეს, პირში შეიგრძნოს სიმშრალე და უსიამოვნო სუნი...

დეჰიდრატაცია რომ არ დაგემართოთ, რეკომენდებულია, სიცხეში ყოველ 20-30 წუთში დალიეთ მცირე რაოდენობით წყალი. სასარგებლოა ჭამოთ ხილი, ბოსტნეული და კენკრა (საზამთრო, ნესვი, მარწყვი, გარგარი, ატამი, პომიდორი, კიტრი), რომლებიც შეიცავენ ბევრ წყალს, და ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს.

ცნობისათვის: ჩვენი ორგანიზმის 60-70% წყალია. მაგალითად, ტვინი, გული და კუნთები შედგება 76% წყლისაგან, ძვლები შეიცავენ 15-20%-ს, სისხლი - 84%-ს, ფილტვები - 90%-ს. წყალი ორგანიზმის ყველა პროცესში მონაწილეობს, მისი უკმარისობის დროს ფერხდება ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობა.

სიცხეში დიდი ფიზიკური აქტიურობისას დამატებით იტვირთება გულის კუნთები, რაც ვნებს ჯანმრთელობას. ამიტომ თავი შეიკავეთ ინტენსიური დატვირთვისაგან, ვარჯიშის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ დალიეთ წყალი, ვარჯიშის დროს კი - ყოველ 15 წუთში ერთხელ.