გავიძლიეროთ იმუნიტეტი - კვირის პალიტრა

გავიძლიეროთ იმუნიტეტი

ზამთარში, ამინდის ცვლილებასთან ერთად, ადამიანის იმუნიტეტი ქვეითდება. ექიმები გვირჩევენ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად "სასწაულმოქმედი" წამლების მაგიერ

ვიხმაროთ ძველი, გამოცდილი ხალხური საშუალებები, რომლებიც არაერთ თაობას დაეხმარა:

ნიორი. 1. ყოველდღე ან დღეგამოშვებით შეჭამეთ თითო კბილი ნიორი.

2. 2-3 დანაყულ ნივრის კბილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ წყალში გახსნილი 4-5 წვეთი ნაყენი გამოივლეთ ყელში.

ცირცელი. 2 ს/კ გამხმარ ცირცელის ნაყოფს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 20 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 3-3-ჯერ დღეში. ცირცელის სამკურნალო თვისებებს აუმჯობესებს თაფლი.

წითელი ფერის საკვები. მაგალითად, ესპანელები იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიირთმევენ წითელ ხორცს, ღვიძლს, თირკმლებს და ცხიმიან წითელ თევზს. გარნირად იყენებენ ზეითუნის ზეთით შენელებულ სტაფილოს, წითელ წიწაკას, პომიდორს და სვამენ ერთ ჭიქა წითელ ღვინოს.

ასკილი. 8 ს/კ გამხმარ ასკილის ნაყოფს დაასხით 4 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაამატეთ 4 ს/კ შაქარი და 10 წუთი ადუღეთ. გააჩერეთ 4 საათი, გაწურეთ, ჩაასხით მინის ბოთლებში. სვით მთელი დღის განმავლობაში.

ხახვი. 250 გ წვრილად დაჭრილ ხახვს დაამატეთ 200 გ შაქარი, დაასხით 0,5 ლ წყალი და 0,5 საათი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაცივების შემდეგ დაამატეთ 2 ს/კ თაფლი, გაწურეთ და ჩაასხით მინის ბოთლებში. სვით თითო ს/კ ნაყენი 3-5-ჯერ დღეში (საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გაცივების დროს).

ბოლოკი და თაფლი. შეურიეთ ერთმანეთს ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ბოლოკისა და სტაფილოს წვენი, 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ ლიმონის (ან შტოშის) წვენი. სვით თითო ს/კ ეპიდემიის დროს დილა-საღამოს.