მუხლები გტკივათ?.. - კვირის პალიტრა

მუხლები გტკივათ?..

მუხლის სახსრის ტკივილს ბევრი რამ იწვევს. უპირველესად კი ტრავმები (მენისკის დაზიანება, მყესის დაჭიმვა ან გაწყვეტა).

სახსრების ტკივილის 80%-ის მიზეზი ხრტილების ქსოვილის კვების დარღვევაა, ასევე დამნაშავეა მემკვიდრეობითობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები. სახსრების ტკივილი - ართროზი შეიძლება დაემართოს ახალგაზრდასაც.

ართროზის დროს სახსრები რეაგირებენ  ამინდის ცვლილებაზე. სიცივეში სახსრებში იწყება ყრუ ტკივილი, სითბოში - მშვიდდება. მუხლის გარშემო იწყება შეშუპება, ღამით - ტკივილი. სახსრების დაავადება რომ არ გართულდეს, საჭიროა ტკივილის შეგრძნებისთანავე მიმაროთ ექიმ-რევმატოლოგს, რომელიც გამოიკვლევს დაავადების ხარისხს და დაგინიშნავთ მკურნალობას. არც ერთ მალამოს ან აბს არ შეუძლია გააუმჯობესოს სახსრებში სისხლისა და საკვები ნივთიერების მიწოდება, ამიტომ ექიმები გვირჩევენ კომპლექსურ მკურნალობას. რეკომენდებულია: ცურვა, ტანვარჯიში (ფეხებით "მაკრატლისა" და "ველოსიპედის" ვარჯიშები).

ფიზიოთერაპია - გველის ან ფუტკრის შხამით დამზადებული მალამო; ძლიერი ტკივილის დროს ინიშნება ანთებსაწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი წამლები - ხონდროპროტექტორები. აუცილებელია წონაში დაკლება და კალციუმით მდიდარი პროდუქტის რაციონში გათვალისწინება (ჭერამი, ლეღვი, ფინიკი, რძე, ხაჭო, ყველი) და დღეში 1,5 ლ წყლის დალევა.