დედიკო, ნუ "იძუნწებ"... - კვირის პალიტრა

დედიკო, ნუ "იძუნწებ"...

ბევრი ფიქრობს, ბიჭი უნდა გაიზარდოს მკაცრად, რათა ნამდვილ ვაჟკაცად ჩამოყალიბდესო. ფსიქოლოგები კი ამ აზრს არ ეთანხმებიან. მათ დაადგინეს, რომ დედები

ბიჭებს 5-ჯერ ნაკლებად ეფერებიან, ვიდრე გოგონებს, თუმცა ბიჭები ორჯერ მეტ ყურადღებასა და ალერსს საჭიროებენ. დაკვირვებამ ცხადყო, რომ დედის ალერსსა და სითბოს დანატრებულ პატარა ბიჭებში თავს იჩენს ფსიქოლოგიური პრობლემები, ფერხდება გონებრივი განვითარება, სხვებთან შედარებით უჭირთ დამახსოვრება, კითხვა, წერა, ხშირად ავადმყოფობენ, იზრდებიან კომპლექსურები. ასე რომ, დედიკო, ნუ "იძუნწებ", ხშირად მოეფერე, აკოცე, ჩაიხუტე, ეთამაშე და შეაქე შენი პატარა ვაჟკაცი!

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტელევიზორი ბავშვებში იწვევს აგრესიას. განსაკუთრებით ვნებს და აღიზიანებს ძალიან პატარებს, როდესაც მთელი დღე ჩართულია ტელევიზორი, იცვლება ეკრანის ფონი, ფერები და კადრები, უჩვენებენ მათთვის უინტერესო, უფროსებისთვის განკუთვნილ პროგრამას. ასე რომ, დედიკო, გამორთე ტელევიზორი!..