ბუნება სილამაზის სამსახურში - კვირის პალიტრა

ბუნება სილამაზის სამსახურში

ბარამბო არა მარტო სანელებელია, არამედ სურნელოვანი აბაზანისთვის საუცხოო საშუალება - ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მატებს ენერგიას. გამხმარი ბარამბოს ბალიში უძილობას დაგამშვიდობებთ.

კალენდულას (გულყვითელას) ნიღაბი კანს მატებს სინორჩეს და ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას.

3 ს/კ დაქუცმაცებულ გულყვითელას (ნედლს ან გამხმარს) დაამატეთ 2 ჩ/კ იოგურტი და ცოტა ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარე გვირილა ხშირად გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. ერთ მუჭა ყვავილს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაივლეთ თმაზე. განსაკუთრებით უხდება ქერა თმას. თმა ხდება ოქროსფერი.