ზაფხულის სიცხე - უძილობის მიზეზი?
22-07-2013
ზაფხულის სიცხე - უძილობის მიზეზი?
არცთუ იშვიათად, ზაფხულში ღამის სიცხე ჩვენი უძილობის მიზეზი ხდება. ვტრიალებთ საწოლში, მაგრამ ვერ ვიძინებთ.

კარგია, თუ კონდიციონერს შეიძენთ. მაშინ სიცხესა და ხუთვას ვეღარ იგრძნობთ. ძილისთვის კომფორტული ტემპერატურაა 18-24 0ჩ-ია, ამიტომ კონდიციონერიც ამის მიხედვით უნდა დააპროგრამოთ. ჩართეთ დაძინებამდე 1-1,5 საათით ადრე. ოთახში ჰაერი გაგრილდება და ადვილად დაიძინებთ.

თუ კონდიციონერი არა გაქვთ, დღისით სიცხეში მჭიდროდ დახურეთ ფანჯრები, შტორები ჩამოაფარეთ, რათა მზის სხივებმა ადვილად არ შემოაღწიოს ოთახში. როგორც კი მზე ჩასვლას იწყებს, ყველაფერი
გააღეთ და გაანიავეთ ოთახი. ძალიან სასარგებლოა, ძილის წინ გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე.
სიცხეში შეცვალეთ ძილის რეჟიმი - დაიძინეთ ჩვეულებრივზე უფრო გვიან, როდესაც გარეთ აგრილდება. ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია, ორგანიზმი გადადის "ეკონომიურ რეჟიმზე" - ძილის დრო მცირდება.

ძილის წინ ნუ დაიძაბებით, მაგალითად, ნუ დაიწყებთ აერობიკას, ბინის
დალაგებას და ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევას. ექსპერტების აზრით, უძილობის ერთ-ერთი მიზეზი არის ემოციური განწყობილება, გადაღლა, ნერვიულობა და გაღიზიანება. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ორგანიზმიც სწრაფად შეეჩვევა სიცხეს...

საღამოს, ძილის წინ, ნუ მიიღებთ მძიმე საკვებს, უფრო ადვილად დაიძინებთ. თუმცა, ცარიელი კუჭითაც დაძინება ჭირს. თუ მოგშივდებათ, დალიეთ ჭიქა კეფირი. შეჭამეთ სალათა, ვაშლი ან ბანანი. სხვათა შორის, თეთრი და მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული ეხმარება ორგანიზმს სიცხისადმი ადაპტირებაში...
კიდევ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ადვილად დაძინებაში:

- ძილის წინ მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ან საწოლთან დაიდგით ყინულიანი თეფში და დროდადრო სახე და ყელი გაიწმინდეთ.
- სიცხეში ადვილად რომ ისუნთქოთ, ოთახში, საწოლის ახლოს, დადეთ მენთოლიანი ბამბა.
- რამდენიმე წუთით დაისრისეთ თითები, მოდუნდებით და მშვიდად დაგეძინებათ.
დაძინებაში დაგეხმარებათ:
- თევზი და კაკალი შეიცავს ომეგა-3-ს, რომელიც ასტიმულირებს მელატონინის (ძილის ჰორმონი) გამომუშავებას.
- თაფლიანი ან დარიჩინიანი თბილი რძე ტკბილეულითურთ (მაგალითად, ვაფლით) დაგამშვიდებთ და განგაწყობთ ძილისთვის.
- თავი შეიკავეთ ყავისგან, რადგან მასში შემავალი კოფეინის ზემოქმდება 7 საათს გრძელდება და იწვევს უძილობას. გირჩევთ, მოსაღამოებულზე დალიოთ მცენარეული ჩაი.

- ძილის წინ თავი შეიკავეთ ციტრუსებისგან. მათ აქვთ მატონიზებელი თვისება და ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ვახშმად მარილიანი საკვები ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას, იწვევს წყურვილს, რომელიც ხელს უშლის ძილს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით