წითელი ღვინო ქოლესტერინის წინააღმდეგ
22-07-2013
წითელი ღვინო ქოლესტერინის წინააღმდეგ
ასაკის მომატებასთან ერთად სისხლძარღვებში ხდება უარყოფითი ცვლილებები, რომლებიც ბიძგს აძლევს სტენოკარდიას, ჰიპერტონიას, ინფარქტს და ინსულტს. ამ უსიამოვნებებს რომ გადავრჩეთ, საჭიროა, საკუთარ თავს ადრიდანვე მივაქციოთ ყურადღება, რაშიც დაგვეხმარება უწამლო თერაპია.

ჩვენს სისხლძარღვებს ძალიან უყვარს ხახვი, ნიორი, ალუბალი და შავნაყოფა ცირცელი, ზღვის წყალმცენარეები, გოგრის თესლი და სელის ზეთი. ხორბლის ქატო და უხეშად დაფქული ხორბლის პური გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ქოლესტერინს. წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს B ჯგუფის, ჩ
და E ვიტამინები და ბეტა-კაროტინი, ისეთი მინერალები და მიკროელემენტები, როგორიცაა თუთია, სპილენძი, სელენი, მანგანუმი, იოდი, კალიუმი, ფოსფორი და რკინა. მათ შეიცავს ვიტამინების და მინერალების ბევრი კომპლექსი და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.

არის ხალხური საშუალებებიც: მაგალითად, ქოლესტერინის დროს ერთ მუჭა მარწყვბალახას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გააჩერეთ 2 საათი, გადაწურეთ და
მთელი ზაფხულის განმავლობაში მიიღეთ თითო ს/კ ნახარში დღეში 3-4-ჯერ. ასევე სასურველია უჯერო ცხიმმჟავების მიღება, რომელიც 2 ჯგუფად იყოფა - ომეგა-6 (შეიცავს მზესუმზირისა და სიმინდის ზეთი) და ომეგა-3 (შეიცავს ზეითუნისა და სელის ზეთი, ზღვის თევზი, კაკალი). ეს ცხიმები ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ხელს უწყობს ქოლესტერინის გადამუშავებას, წმენდს ძარღვებს მაშინაც კი, როდესაც მათ კედლებზე უკვე განლაგებულია ქოლესტერინის ბალთები. ცდებით დადგენილია, რომ 3 თვის შემდეგ, რაც ცდის პირებმა თავიანთ მენიუში ჩართეს სელისა და ზეითუნის ზეთი და კაკალი, საშუალოდ 10 ერთეულით შემცირდა "ცუდი" ქოლესტერინის დონე.

არცთუ დიდი ხნის წინ წითელ ღვინოში აღმოაჩინეს მცირე რაოდენობით ასპირინი, რომელსაც იყენებენ როგორც წამალს, რომელიც ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

ცნობისათვის: სიხლძარღვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უმჯობესია, უარი თქვათ ღორის ხორცის მწვადზე, ხორცის კატლეტებზე, ხორცეულის ბულიონზე, ლორზე, სუბპროდუქტებზე (ღვიძლი, თირკმლები, გული,) ძეხვეულსა და სოსისზე, პაშტეტზე, ტორტზე, ნამცხვარზე, ჩიპსებსა და მოხალულ კაკალზე. ასევე უნდა შეზღუდოთ კარაქის, მაიონეზისა და ნაყინის მიღება, რძის ნაწარმი კი უნდა იყოს დაბალცხიმიანი. სასურველია, საუზმეზე მიირთვათ კვერცხის ცილის ომლეტი, რადგან კვერცხის გული შეიცავს ქოლესტერინს. საერთოდ, შეგიძლიათ კვირაში მხოლოდ 4 კვერცხის მიღება.
kaxeli
18 თებერვალი 2017 22:16
რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეგ პროდუქტები რომ არ მივიღოთ და ჯამრთელები ვიყოთ,მაგაში ჩვენი მთავრობა გვერმარება.

რედაქტორის რჩევით