ზაფხულში რომ განიტვირთოთ - კვირის პალიტრა

ზაფხულში რომ განიტვირთოთ

ვაშლის დღე

რაციონი: 300-300 გ ახალი ან შემწვარი ვაშლი, დღეში 5-6 ჯერ, სულ 1,5-2 კგ.

განტვირთვის ჩვენება: ჰიპერტონია, სიმსუქნე, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება.

საზამთროს დღე

რაციონი: 300-400 გ საზამთროს რბილობი დღეში 5-ჯერ. სულ 1,5-2კგ.

განტვირთვის ჩვენება: ჰიპერტონია, ნიკრისის ქარი, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება, შეშუპება, სიმსუქნე.

სალათების დღე

რაციონი: ცოტა მცენარეული ზეთდამატებული ან დაბალპროცენტიანი იოგურტდამატებული, უმარილო, 250-300 გ ახალი ვაშლისა და ბოსტნეულის ნებისმიერი კომბინაციის სალათები დღეში 5-ჯერ.

განტვირთვის ჩვენება: სიმსუქნე, ჰიპერტონია, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ნეფრიტი.

შვრიის დღე

რაციონი: წყალში მოხარშული 140-140 გ შვრიის ფანტელის ფაფა დღეში 5-ჯერ, სულ 700 გ ფაფა (200 გ ფანტელი); 2-3 ჭიქა მწვანე ჩაი ან ასკილის ნახარში.

განტვირთვის ჩვენება: სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

ცნობისთვის: განტვირთვის დღეები ენერგეტიკულად და ქიმიური შემადგენლობით არაბალანსირებულია. ამიტომ ის შეიძლება დაიცვათ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით 1-2 დღე, და არა უმეტეს კვირაში 1-3-ჯერ ამტანობისა და დაავადებების მიხედვით.