ზაფხულში რომ განიტვირთოთ
29-07-2013
ზაფხულში რომ განიტვირთოთ
ვაშლის დღე
რაციონი: 300-300 გ ახალი ან შემწვარი ვაშლი, დღეში 5-6 ჯერ, სულ 1,5-2 კგ.
განტვირთვის ჩვენება: ჰიპერტონია, სიმსუქნე, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება.

საზამთროს დღე

რაციონი: 300-400 გ საზამთროს რბილობი დღეში 5-ჯერ. სულ 1,5-2კგ.
განტვირთვის ჩვენება: ჰიპერტონია, ნიკრისის ქარი, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება, შეშუპება, სიმსუქნე.

სალათების დღე
რაციონი: ცოტა მცენარეული ზეთდამატებული ან დაბალპროცენტიანი იოგურტდამატებული, უმარილო, 250-300 გ ახალი ვაშლისა და ბოსტნეულის ნებისმიერი კომბინაციის სალათები დღეში 5-ჯერ.
განტვირთვის ჩვენება:
სიმსუქნე, ჰიპერტონია, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ნეფრიტი.

შვრიის დღე
რაციონი: წყალში მოხარშული 140-140 გ შვრიის ფანტელის ფაფა დღეში 5-ჯერ, სულ 700 გ ფაფა (200 გ ფანტელი); 2-3 ჭიქა მწვანე ჩაი ან ასკილის ნახარში.

განტვირთვის ჩვენება: სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
ცნობისთვის: განტვირთვის დღეები ენერგეტიკულად და ქიმიური
შემადგენლობით არაბალანსირებულია. ამიტომ ის შეიძლება დაიცვათ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით 1-2 დღე, და არა უმეტეს კვირაში 1-3-ჯერ ამტანობისა და დაავადებების მიხედვით.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
თვის კითხვადი სტატიები