ფიტოაფთიაქი - კვირის პალიტრა

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული თვისებები. ტანინი, რომელსაც ის შეიცავს, ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, მარილებსა და ტოქსინებს გამოდევნის.

ანტიოქსიდანტები, რომლებითაც მდიდარია ბაბუაწვერა, ადამიანს მატებს სასიცოცხლო ტონუსს, ხოლო ლუტეინი შველის თვალების დაავადებას და იცავს ორგანიზმს დიაბეტისგან, მაგნიუმი და რკინა ამაგრებს ნერვებს, მაღლა სწევს სისხლში ჰემოგლობინის დონეს.

ხამეზულინი, რომელსაც შეიცავს გვირილა, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ხოლო გლიცინს აქვს დამამშვიდებელი და ალერგიის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

შვიტას, კვარცეტინის წყალობით, აქვს სისხლის შემაჩერებელი და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები. ხოლო ასკორბინის მჟავა აჩქარებს კანის უჯრედისების რეგენერაციას (სახე გაიწმინდეთ ნახარშის ყინულის ნაჭრებით) ვაშლის მჟავა - იცავს ღვიძლსა და თირკმლებს, აქვეითებს წნევას, შველის პიელონეფრიტსა და ცისტიტს.

მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი მარმუჭი რეკომენდებულია ბევრი გინეკოლოგიური პათოლოგიისა და ციკლის დარღვევის დროს. თუთია და ბორი კურნავს მუწუკებს (სახე უნდა გაიწმინდოთ მარმუჭის ნახარშით).

ვიტამინი K, რომელსაც შეიცავს ჭინჭარი, ასტიმულირებს პროთრომბინის გამომუშავებას, აუმჯობესებს სისხლის შედედებას, ხოლო ქლოროფილი აქვეითებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. აცეტოქოლინი აუმჯობესებს ნაწლავების მოტორიკას, აქვს მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი და შაქრის დამწევი მოქმედება.

ჰიპერიცინი - კრაზანას ანიჭებს ძლიერ ანტისეპტიკურ და ანტივირუსულ თვისებებს, ხოლო კაროტინისა და ანთოციანების წყალობით ამ მცენარის ნაყენი კვებავს, ატენიანებს, არბილებს და წმენდს კანს, ფისოვანი ნივთიერებები კი აქრობს ქერტლს.

ვიტამინებით მდიდარი ჟოლო ერთ-ერთი სასარგებლო კენკრაა, რომელიც ლიმონის, ვაშლისა და სალიცილის მჟავების წყალობით აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესსა და მადას, სასარგებლოა გაცივების დროს. ჟოლოსგან შეიძლება მოამზადოთ მურაბა, ჟელე, ის საუცხოო დესერტია - ახალი კენკრა დააბლენდერეთ, დაამატეთ შაქარი ან ნაყინი და მიირთვით.

შავი მოცხარი იმდენ ვიტამინს შეიცავს, რომ მას "ბუნებრივ აფთიაქს" უწოდებენ. სრულიად საკმარისია შეჭამოთ 30-40გ მოცხარი, რომ მიიღოთ ვიტამინების დღეღამური ნორმა. ზაფხულში სასარგებლოა მოცხარის ცივი კომპოტი, ნაყინს დაამატეთ მისი ჟელე, რომელიც ამავე დროს გემრიელი და დიეტური დესერტია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურთ...

მარწყვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, აფერხებს ორგანიზმში დაბერების პროცესს, გარდა ამისა, B ვიტამინი, რომელსაც ის შეიცავს, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.