პომიდორი გემრიელიცაა და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

პომიდორი გემრიელიცაა და სასარგებლოც

პომიდორი შეიძლება მიირთვათ უმად, მოშუშული, დამწნილებული, საწებელი, პასტა, დაამატოთ წვნიანს.

პომიდორი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ცელულოზას, პექტინებს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B1, B2, PP, C ვიტამინს და სხვ.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პომიდორში მჟაუნმჟავა 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე კარტოფილში და 8-ჯერ ნაკლები, ვიდრე ჭარხალში, ხოლო მასში არსებული ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლისა და ღვინის) აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

რკინის უხვი შემცველობის წყალობით, პომიდორი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს. ისევე, როგორც კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. ეს მჟავა ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით აღწევს, მას მოწევის სურვილი უქრება.

ვიტამინებით მდიდარი პომიდვრის წვენი (ტომატი) ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აფერხებს ნაწლავში საკვების დუღილისა და ლპობის პროცესს, ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს. დიეტოლოგები ახალგამოწურული წვენის სმას ურჩევენ ორსულებსა და მეძუძურ დედებს, ხოლო ჭარბწონიანებს მაღალკალორიული წვენების შეცვლას - პომიდვრის წვენით.

პომიდორი ვნებს მათ, ვისაც აწუხებთ ნაღველკენჭოვანი დაავადება, შეიძლება ნაღვლის ბუშტის სპაზმიც გამოიწვიოს.