ეს საინტერესოა
12-08-2013
ეს საინტერესოა
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველ მცენარეს შეუძლია გადასცეს ადამიანს ენერგეტიკული რხევების გამა, რომელიც სხვადასხვა ძალით იჭრება ჩვენს აურაში და მოქმედებს ჩვენზე. მეტიც, ხელოვნური ყვავილებიც კი, ან მათი გამოსახულებანი, დადებითად მოქმედებენ ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე.

მაგალითად, წითელი ჯადვარი კეთილ გავლენას ახდენს მათზე, ვისაც დამატებითი ძალა სჭირდება. დეპრესიის საუკეთესო მკურნალია ყვითელი ტიტა, ნარცისი და ფურისულა; ვისაც სურს, უფრო მხნედ გამოიყურებოდეს და აქტიურად ცხოვრობდეს,
დაეხმარება იელი.
ძლიერი ენერგეტიკით ხასიათდება ყოჩივარდა, რომელიც გარემოდან უარყოფით ენერგიას ისრუტავს და სანაცვლოდ გასცემს დადებითს.

ფურისულა თავის გაწონასწორებულ თვისებას ავრცელებს გარემოსა და გარშემომყოფებზე. ვარდი საუკეთესო შთამაგონებელი ყვავილია. ადამიანს შემოქმედებით უნარს უძლიერებს.
...
05 ოქტომბერი 2016 19:09
ძალიან საინტერესოა საყვარელი...

რედაქტორის რჩევით