უფრთხილდით მზის ალერგიას!
12-08-2013
უფრთხილდით მზის ალერგიას!
ზოგჯერ პლაჟზე კანი სწრაფად წითლდება, იწყება ქავილი და ჩნდება გამონაყარი. ამის მიზეზია ულტრაიისფერი სხივებისადმი (ფოტოსენსიბილიზაცია) მომეტებული მგრძნობელობა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევებრძოლოთ ამ უსიამოვნებას.

ამ რისკის ზონაში ხვდებიან იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანები, თირკმლებითა და ღვიძლით დაავადებულები, ბავშვები, ფეხმძიმეები, თეთრი კანისა და ღია ფერის თვალების მქონენი.
ცნობისთვის: ზოგიერთს კანის სიწითლე, ქავილი და გამონაყარი ეწყება მზეზე ყოფნისას 15 წუთის შემდეგ, სხვებს უსიამოვნო სიმპტომები უჩნდება რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ.

მზის სხივების მგრძნობელობა შეიძლება გაზარდოს
მედიკამენტებმა: მაგალითად, ძლიერი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს ზოგიერთი ანტიბიოტიკის, ანტიდეპრესანტის, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ვიტამინების (B2 და B6) მიღებამ, ასევე კრაზანას შემცველმა კვებითმა დანამატებმა. ამიტომ, თუ გარუჯვას აპირებთ, წაიკითხეთ ინსტრუქცია - ისინი არ იწვევენ ფოტოსენსიბილიზაციას.

ცნობისთვის: არასასურველია პლაჟზე გასვლის წინ სუნამო, ტუალეტის წყლის, კრემებისა და დეზოდორანტების გამოყენება
- მათში შემავალმა არომატულმა ზეთმა, ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით, შეიძლება გამოიწვიოს მავნე რეაქცია.

მზის ალერგიის მკურნალობა უფრო ძნელია, ვიდრე მზისთვის თავის არიდება.
თუკი მზის ალერგიისადმი მიდრეკილება გახასიათებთ, ატარეთ მხოლოდ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, მაქსიმალურად მოერიდეთ მზეს. ზღვაზე წასვლამდე 2 კვირით ადრე მიიღეთ კალციუმის პრეპარატები. მაგრამ გახსოვდეთ, რომ კალციუმი მხოლოდ ამცირებს მზის ალერგიის რისკს და ვერ დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან. ამიტომ მაინც მოგიწევთ მზის დამცავი კრემების გამოყენება.

პირველ დღეებში ზღვაზე დაყავით მხოლოდ 15 წუთი, შემდეგ თანდათანობით გაზარდეთ დრო.
თუ ალერგიას თავი მაინც ვერ დააღწიეთ, მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ გარეგანი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ანტისეპტიკური პრეპარატი ექიმის კონსულტაციით.
17 მაისი 2016 13:35
Zgvaze ardavdivar,mzeshi garet kofnac mshvelis xelad damiwkebs qavils da gamomakris patara burtulebs.

რედაქტორის რჩევით