ნესვი გემრიელიც და სასარგებლოც
12-08-2013
ნესვი გემრიელიც და სასარგებლოც
გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარე ნესვი არა მარტო ძვირფასი და დიეტური საკვებია, არომატული და გემრიელია, მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. უხვად შეიცავს შაქარს, სახამებელს, C ვიტამინს, ცილებსა და კაროტინს. ნესვის რბილობის 95% წყალია, შეიცავს შაქარს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ცხიმებს, A, B, C, P ვიტამინებსა და კაჟს, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, ნერვებისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას: რკინა ააქტიურებს სისხლის შედედებას, ამიტომ სასარგებლოა მისი მიღება ანემიის დროს, ქალბატონებისთვის - კრიტიკულ დღეებში.
ნესვი ოქროსაც შეიცავს. ნესვის რბილობი სეროტონინის - "ბედნიერების ჰორმონის" - წყალობით აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას", ხსნის დეპრესიას.
ვიტამინები და ნიკოტინის მჟავა, რომელსაც ნესვი შეიცავს, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას. ფოლიუმის მჟავა და რკინა მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს. C და U ვიტამინები ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების
წარმოქმნას, წმენდს ორგანიზმს. ასე რომ, ნესვი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას.

ნესვი არარეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულებისათვის; "მძიმე" შაქრის გამო, მასზე უარი უნდა თქვან მსუქნებმა. 2-3 ნაჭერზე მეტი ნესვის ჭამა უარყოფითად მოქმედებს ნაწლავებზე. ნესვი არ დააყოლოთ საჭმელს, როგორც დესერტი, მიირთვით მოგვიანებით, 2-3 საათის შემდეგ.
ნესვს იყენებენ კოსმეტიკაშიც. მისი რბილობისგან ამზადებენ მკვებავ და მატონიზებელ ნიღბებს კანისა და თმისთვის, თვე-ნახევრის შემდეგ კანი დაიბრუნებს სიმკვრივეს, აქვს მათეთრებელი თვისება (ებრძვის ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს).

ნესვის წვენისა და მინერალური წყლის (1:1) ნარევით გაიწმინდეთ მშრალი სახის კანი. ასევე აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას ნესვის თესლი (მიიღეთ დღეში 2-5 გ, თაფლთან ერთად).
დაჭყლეტილი რბილობი წაისვით სუფთა თმაზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა გახდება რბილი და შეიძენს ბზინვარებას.

თანაბარად რომ გაირუჯოთ, საკმარისია, ყოველდღე მიიღოთ 300 გ ნესვი და 1-2 საათი გაატაროთ მზეზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
თვის კითხვადი სტატიები