ვიაზროვნოთ საღად... - კვირის პალიტრა

ვიაზროვნოთ საღად...

სპეციალისტების დაკვირვებით, რაც სასარგებლოა ერთისთვის, შეიძლება საზიანო იყოს მეორისთვის, ამიტომ საჭიროა დავიცვათ ოქროს შუალედი.

- დღეს აქტიურად უკეთებენ რეკლამას ფეხსაცმლის ორთოპედიულ სუპინატორებს. თუმცა მის სატარებლად საჭიროა ორთოპედის დანიშნულება, რადგან ორთოპედიული სუპინატორები აუცილებელია ბრტყელტერფიანობის, ტერფების სხვადასხვა დეფორმაციისა და პათოლოგიის დროს და მისი შერჩევა უნდა მოხდეს ექიმთან ერთად. ხოლო ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა ატაროს ხარისხიანი და მოხერხებული ფეხსაცმელი.

- პოლივიტამინური კომპლექსების და სხვა ნებისმიერი წამლის უკონტროლოდ მიღება არ შეიძლება, მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, სჭირდება თუ არა თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებები.

- ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები, რადგან ეშინიათ მოსალოდნელი უკუჩვენებებისა და გართულებისა, სხვასაც მოუწოდებენ, არ აიცრან საშიში ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინით. რა თქმა უნდა, ვაქცინის მუდმივი სრულყოფის მიუხედავად, გართულების შემთხვევები იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება, თუმცა რადგან დიდია რისკი მძიმე ინფექციური დაავადებებისა, სპეციალისტები გვირჩევენ - ავიცრათ.

- არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე "ვენების ვარიკოზების" საწინააღმდეგო წინდების ტარება. ის რეკომენდებულია, თუკი შეიმჩნევა ვენების კედლების დაავადება, - როცა ადამიანებს დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა. წინდების სწორად შერჩევა შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს.

- ექიმი-ოფთალმოლოგები დაბეჯითებით გვაფრთხილებენ, რეგულარულად გავიზომოთ თვალისშიდა წნევა. ეს საჭიროა გლაუკომის დროულად გამოსავლენად. ეს დაავადება პრაქტიკულად შეუმჩნევლად ვითარდება და შეიძლება დროთა განმავლობაში ადამიანი დაბრმავდეს.

- ექიმების რეკომენდაციით ყოველ წელს უნდა ჩავიტაროთ გამოკვლევები, რადგან ნაადრევად გამოვლენილი დაავადებების მკურნალობა უფრო იოლი და ეფექტურია.