წაბლი -სახსრების მკურნალი - კვირის პალიტრა

წაბლი -სახსრების მკურნალი

XIX საუკუნეში მეცნიერებმა ცხენის წაბლის (ნაყოფი) ექსტრაქტის კვლევისას გამოყვეს აქტიური ნივთიერება - ესცენი, რასაც მას შემდეგ აქტიურად იყენებენ არა მარტო მედიცინაში, არამედ სამკურნალო კოსმეტიკაშიც.

წაბლის ექსტრაქტს აქვს ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო და ძარღვების გასამაგრებელი თვისება. ის აწესრიგებს სისხლის მოძრაობას, ხელს უშლის თმის ცვენას, ხსნის ფეხების დაღლილობას, ტონუსს მატებს კუნთებს. ოფიციალურ მედიცინაში ცხენის წაბლის (ნაყოფის) წყლისა და სპირტის ნაყენს ნიშნავენ ვარიკოზის დროს როგორც ვენების მატონიზებელ და ანტითრომბულ საშუალებას. ხოლო სპირტზე დაყენებული წაბლის ყვავილების (40გ: 1ლ სპირტი) ექსტრაქტით რევმატიზმისა და ართრიტის მტკივნეული ადგილების დაზელა ხსნის ტკივილებს.

ცნობისთვის: არ შეიძლება წაბლის ექსტრაქტის მიღება თირკმლების უკმარისობისა და ფეხმძიმობის დროს.