კონდიციონერი არცთუ უსაფრთხოა - კვირის პალიტრა

კონდიციონერი არცთუ უსაფრთხოა

ძნელია დღეს თანამედროვე სამყარო წარმოვიდგინოთ უკონდიციონეროდ. მას ყველგან შეხვდებით: ბინაში, მაღაზიაში, ოფისებში, ტრანსპორტში.

ამასთან, კონდიციონერებთან ბევრი პრეტენზია გვაქვს, მათ შორის მთავარია გაცივება.

ზაფხულში კონდიციონერის მიზეზით გაცივება ხშირია, თუმცა ამაში აგრეგატი კი არ არის დამნაშავე, არამედ ჩვენ, რადგან არასწორად ვრთავთ და ვამუშავებთ.

სპეციალისტები გვთავაზობენ კონდიციონერის სწორად გამოყენების 5 რჩევას:

1. კონდიციონერი ისე უნდა ჩართოთ, რომ ცივი ჰაერი ჭერისკენ მიდიოდეს და არა თქვენკენ, წელისა და ყურებისკენ.

2. არ არის აუცილებელი მასთან ახლოს იჯდეთ, ოთახში ისეთი სიგრილე უნდა იყოს, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ, არ უნდა გციოდეთ.

3. ოთახისა და ქუჩის ტემპერატურას შორის განსხვავება +4-6 0ჩ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

4. ოთახი, სადაც კონდიციონერია ჩართული, აუცილებლად გაანიავეთ, რადგან აგრეგატი ერთი და იმავე ჰაერს ატრიალებს. თუ ოჯახის წევრი ან სამსახურში თანამშრომელი გრიპითაა ავად, ოთახი აუცილებლად ხშირად გაანიავეთ, რათა თქვენც არ გადაგედოთ, მაგრამ სანამ ფანჯრებს გააღებთ, კონდიციონერი გამორთეთ.

5. არ შეიძლება გეძინოთ კონდიციონერიდან გამონადენი ცივი ჰაერის ქვეშ. ძილის დროს სტატიკური პოზა ხელს უწყობს გაცივებას, მაშინაც კი, თუ კონდიციონერი მინიმალურ ტემპერატურაზეა ჩართული.