იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

მსხალი იმაზე გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე გვეგონა. ის შეიცავს ბევრ შაქარს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, უჯრედისებს, С, B, P, PP ვიტამინებს, A პროვიტამინს, მიკროელემენტებს.

მსხლის მჟავები სასარგებლოა ორსულებისთვის, ასევე სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემების დროს, აქვს სიცხის დამწევი თვისება, აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, უხდება ფილტვებს.

ანტიბიოტიკ არბუტინის წყალობით, რომელსაც მსხალი შეიცავს, მის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. მოხარშული ან შემწვარი შველის ხველებას, სასარგებლოა ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს, არეგულირებს გულისცემას, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ძალზე სასარგებლოა არითმიის დროს.

მსხალს იყენებენ კოსმეტოლოგიაში

- ქლიავი კვებითი ბოჭკოსა და მცენარეული ცილების წყაროა. გსურთ, ქალბატონებო, გქონდეთ მკვრივი, გლუვი კანი, სახის ჯანსაღი ფერი? ხშირად მიირთვით ქლიავი და ვისაც წონაში დაკლება გსურთ, შეგიძლიათ დაიცვათ ქლიავის დიეტა - მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

- გარგარი მდიდარია გულისთვის აუცილებელი კალიუმით, B2 ვიტამინი (ნიაცინი) კუნთებს მატებს ელასტიკურობას, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას. B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა), რკინასა და სპილენძთან ერთად ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნასა და ჰემოგლობინის სინთეზს. BB5 ვიტამინი (პანტოტენური მჟავა) აჩქარებს ზედმეტი ცხიმების წვის პროცესს, ხოლო მაგნიუმი აქვეითებს მაღალ წნევას, ჩ ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, კაროტინის წყალობით, ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას.