ერიდეთ მავნე ბაქტერიებს...
02-09-2013
ერიდეთ მავნე ბაქტერიებს...
გვინდა თუ არა, ბევრ საშიშ მიკრობთან ერთად გვიწევს ცხოვრება. ბაქტერიები ყველგან არის - ჰაერში, ნიადაგში, წყალში და ჩვენს ორგანიზმშიც. მათთან ერთად ცხოვრებაში გვეხმარება იმუნური სისტემა, რომელიც არა მარტო თვალს ადევნებს, არამედ ანადგურებს ყველა უცხო სხეულს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მოხვდება. თუმცა, არასასურველი ფაქტორები იმუნიტეტის დასუსტებისთანავე ჩნდება.
მავნე მიკრობებს რომ გავუმკლავდეთ, მათ კარგად უნდა ვიცნობდეთ.


ტეტანუსით (კუნთების გაშეშება და კრუნჩხვა) შეიძლება დაავადდეთ კანის გაჭრისა და სხვა დაზიანებების დროს, როდესაც მიწაში არსებული ტეტანუსის
ჩხირები ჭრილობებიდან ორგანიზმში მოხვდება.
დაინფიცირებას რომ თავი დავაღწიოთ, უპირველესად, ჭრილობა დაიმუშავეთ ფურაცილინის ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით, ჭრილობის ნაპირებზე წაისვით ბრილიანტის მწვანე. თუ ჭრილობა ღრმა და ჭუჭყიანია, აჩვენეთ ექიმს. დაინფიცირების შემთხვევაში ტარდება პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
უმეტესად ბოტულიზმით მოწამვლის მიზეზი შინ დამზადებული კონსერვებია. დახუფულ ქილაში მოხვედრილი ბოტულიზმის ჩხირით
დასნებოვნებული ნიადაგის სულ პატარა ნაწილაკიც კი გარკვეული დროის შემდეგ იწყებს ტოქსინების გამოყოფას.

თავი რომ დავიზღვიოთ ამ დაავადებისგან:
- დასაკონსერვებელი პროდუქტი გულდასმით გარეცხეთ და მკაცრად დაიცავით თერმული დამუშავების წესები;
- არ შეიძინოთ ბაზარში შინაური კონსერვი;
- დაუნანებლად გადააგდეთ შინ დაკონსერვებული, ამობურცულხუფიანი ქილა;
- რაც მთავარია, შინ დამზადებული კონსერვი აუცილებლად 15-20 წუთი ადუღეთ ან შეწვით (სოკო და სალათებიც). გახსოვდეთ, მხოლოდ დუღილი სპობს მავნე ტოქსინებს!

სტაფილოკოკები ცხოვრობენ ჰაერში, ნიადაგში, წყალში, ჩვენს კანსა და ლორწოვან გარსზე. ისინი იწვევენ ჩირქოვან ანთებას, სეფსისს და სხვა გართულებებს.
- ნებისმიერი უმნიშვნელო ნაკაწრიც კი გულდასმით დაიმუშავეთ ანტისეპტიკებით. თუ ჭრილობა დაჩირქდა და არ ხორცდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
- საერთოდ, მავნე მიკრობებისადმი ორგანიზმის მდგრადობას განაპირობებს ძლიერი იმუნიტეტი. გაიძლიერეთ იმუნიტეტი.
ნაწლავური ჩხირების საცხოვრებელია ადამიანის კუჭ-ნაწლავი. ეს ჩხირები ხშირად იწვევენ საკვებით მძიმე მოწამვლას, რომელიც ზოგჯერ სავალალო შედეგით მთავრდება...
ასე რომ არ მოხდეს, დაიცავით პირადი ჰიგიენა, კარგად გარეცხეთ ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, არ ჭამოთ ცუდად შემწვარი ხორცი და თევზი, სვით სუფთა წყალი, პროდუქტი არ შეინახოთ დიდხანს, მაცივარშიც კი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით